ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2011


ბლატნოი ლექსი

ცვეტში გეტყოდი რომ არ გავხარ არავის,
რომ აზრზე არა ხარ რა პონტში გაფასებ.
მთვარი გრძნობაა,გრძნობაა მთავარი!
ავნერვიულდი ... ხო ხედავ ნაფაზებს-

ძალუმად ვქაჩავ და გაღებულ ფანჯარას
აწუხებს,იგივე.დარია რა გინდა.
დიდებულია მზიანი ავჭალა
არ ვისაუზმოთ და აღარც მაგიდა-

გავავსოთ ჭიქებით,თეფშებით,როგორღაც
სიმშვიდე მომინდა,სიმშვიდე მომინდა...
კარის მეზობელი,ბიჭიც,გოგონაც,
დაუპატიჟებლად ბიძაც მოვიდა.

მე კი გატრაკებულ გუშინდელ ღამეზე
მოსაბოდიშებლად მოსვლა ვერ შევძელი
და ჩემს ხასიათში ამდენ ხარვეზზე
თვალის შევლებითაც ისე გეძნელე...

ცვეტში გეუბნები ყველაზე კაი ვარ
მე მაინც ყველაზე მაგარ გოგო ვარ
ქალიშხალია,ისეთი ქარია
ზევსიც სამყაროსთან ერთად მოგორავს...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები