ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2012


ვერ მიგუეს...

ვერ მიგუეს, ჩასაქოლად
დამესია ბილწთა ბრბო და
პირველი ქვა მან მესროლა,
ვინც ყველაზე მძიმედ სცოდა.
შემრისხეს და ჯვარს გამაკრეს,
შეაფურთხეს ზიზიღით მთიებს,
სიკეთის წილ, ბოროტებით,
მადლი მატლად გადმიქციეს.
ვის შევჩივლო? თვით უფალი
მათ წისქვილზე ასხამს წყალსა!
არა, კეთილს აღარ ველი,
სად გავექცე ამდენ ავსა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები