ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2012


ჩვენც-როგორც ერის ჭირისუფლები (თემურ ჩალაბაშვილს)

ბევრი იმ ქვეყნად ისე წავიდა -
ვერ გამოისხა ფრთები არწივის,
ზოგი გარეკეს დარიალიდან,
ზოგმაც გაიგო თავის განწირვის
ფასი. აზრს ჩასწვდა თავისუფლების,
მთები გადადგა... მოკვდა არწივად,
ჩვენც-როგორც ერის ჭირისუფლები
მოვკვდებით, მაგრამ მოვალთ ქარ-წვიმად.
მოვალთ ქართველთა წმინდა გულებში,
დავიბადებით რწმენად... იმედად,
დიდება მას, ვინც ჰპოვა ნუგეში
და ჩვენთვის სითბოც გამოიმეტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები