ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2012


საკურა


საკურა

მზეზე სამყურა
ყვავის საკურა, _
გამოკვართული თეთრ კიმონოში.
თავზე სხივების თარგი ახურავს,
უკონწიალებს ცალ ტერფზე ქოში.

წითლად ღაჟღაჟებს ინანთეული,
და მაცდუნებელ სურნელს აპკურებს...
ტკბილი გეიშის ტანი რხეული
ეკეკლუცება ველურ საკურებს.

მიმკრთალ თვალებში ჩაბუდებული
ნახევარ-მთვარე განცხრომით ფშვინავს.
ქალს ეძგერება ღამე რჩეული
და მკვრივ მკლავებში დაიდებს ბინას.

და ცხრება, ცხრება ცის სარეცელი...
ცრის რძემოწოლილ ვარსკვლავთა კერტში...
და ჩანს: საკურა წვივგაცრეცილი,
ატატებული მზეს მოჰყავს ხელში, _

საკურა-სან! საკურა-სან!
გამიხსენი ნორჩი ბაგე!
ჩემს თბილ პეშვში გაიყურსე!
იკისკისე! მომსვი! მარგე!

საკურა-სან! საკურა-სან!
შენ ჩემს იქით არ გაქვს გზაი!
ნუთუ ვერ მცნობ?! თვალს რად კუსავ?!
მე ვარ _ შენი სამურაი!

                                                      2008წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები