ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
8 იანვარი, 2012


გეისკვლიპარჭა ნატვრის ხეზე ჩემი ფიქრები...

    გეისკვლიპარჭა ნატვრის ხეზე ჩემი ფიქრები...
ახალი წელი...ახალი ოცნება...ახალი -----ძველი
მიეცა წარსულს და ლოდინი რისი,თავად რომ არ იცი და ელი...

  ერთი კვირაა ორიათას.....და.........ს.........  გავცდი.

    ერთი წელია ,გავიხადე შავები.დავიღალე.მიჩვევა იცის და აღარ მინდა...მერე კიდევ შავს,სულ შავი მოაქვს.სამყაროში კი რამდენი ფერია.ფართოდ გავახილე თვალები და წვიმის მერე ცისარტყელას შევაფარე თავი და დავტკბი მისი სილამაზით....მან კი საოცარი ფერებით შემმოსა.და ეხლა აღარ ვიცი,რომელი კაბა ჩავიცვა-მწვანე თუ ლურჯი?იქნებ ყვითელი?ო.არა,დღეს ხასხასა ვარდისფერის ხასიათზე ვარ-აი ისეთი,მზის ჩასვლისას რომ იცის....

  მოვირგე სამყაროს ფერები,დავდექი ნატვრის ხესთან და გეისკვლიპარჭა მასზე ჩემი ფიქრები...

  ერთი საუკუნეა უკვე "ავჭრელდი".მახსოვს მხატვრის  არეული თვალები,რომელიც გაოგნებული მათვალიერებდა და ნატრობდა დავეხატე, ისეთივე ლაღი და კოხტა და სიცოცხლით სავსე,როგორიც ვარ,მაგრამ....... ვერ გაბედა...მე ხომ თავად ცისარტყელამ დამხატა!

  მერამდენე საუკუნეა ვდგევარ ნატვრის ხესთან და დავჩურჩულებ-----------------და ძველებურად ისკვლიპარჭება მასზე ჩემი ფიქრები......




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები