ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2012


* * *

წავიდა ყველა,
დავრჩით მარტონი:
მე შენი ყმა ვარ,
შენ კი _ ბატონი.
ამ ნაგვემ სულს რომ მოეხეთქები,
მძაფრად მიფეთქავს ეს საფეთქლები!
რა დაგრჩა, ლექსო, კიდევ სათქმელი?
შემომისახლდი, გახსენ სარკმელი!
დამიმოყვრდი და დამიპატრონდი.
რამდენი დღე და ღამე გნატრობდი! _
ვხიე და ვხიე ძველი რვეული
და დაგხვდი შლეგი, გადარეული! _
შენ თუ შემაწევ ორიოდ სიტყვას...
რაც ჯერ ართქმულა, არც ახლა ითქვას,
ოღონდ შემოდი, გთხოვ, ფეხაკრეფით,
თორემ შემთხვევით შემოგაკვდები.

ახლა, როდესაც დავრჩით მარტონი,
ვნახოთ, ვინ არის ჩვენში ბატონი.

                                                      2010წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები