ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2012


სიზმრის საწოლთან...

მარინა, ღამე გველივით გაწვა,
ცივა და ყინვის მაყრის ეკლები,
ლოდინის ყველა სიმები დასწყდა
თმენას და სარკმლის წინ ირეკლები.
შეგრძნებებს შერჩათ კარები ღია,
წყურვილი ყველა სამანს ამეტებს,
სიზმრის საწოლთან ღამის ორგია
კოსმიურ როკვით შეშლის პლანეტებს.
გრძნეული გზნების ზღვა ხარ უძღები,
ცა თრთვილ კერტებზე შემოგხვევს ხელებს,
აშალე ყველა საზღვრის ხუნდები
და ზეცის ლაჟვარდ ღრუბელზე მერე
გალაქტიკების სრბოლაა _ მიდი,
ყველა სურვილი ჩაუთქვი ქარებს,
ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი,
ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე.
ფერნაკლულ ნისლებს არა აქვთ მოცლა,
ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები,
მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა,
შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები.
მარინა, ღამე გველივით მლოკავს,
მოდი, შეახე ჭრილობას ბაგე,
მე ყველა შენი ველური კოცნა
ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე.
სხეული სულთან ზავს შეჩვეული
ბინდებს სურვილთა ჯარის წინ აჩენს,
და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი
ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს