ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2012


ანუ

ანუ მე როგორც თევზი.
ანუ შენ როგორც გინდა.
თითები გრუზა თმებზე
ისევ წარმოიდგინა...
ანუ მე როგორც ყველა,
ანუ ვერ გავცდით სივრცეს!
პოეზიური ხველა,
ლექსი...ლექსი რომ იწვევს.
და გაფიქრება თითქოს
მზე იყო,ანუ როგორც
მეზობელი არ ფიქრობს
არ ფიქრობს კაბით გოგო.
არ ფიქრობს გოგო. ქუჩა-
ცოტა ირიბად უხვევს
გოგოს წვივები უჩანს,
მზე უელვარებს მუხლებს...
ანუ სამყარო ცოტას
ძუნწობს და ასეც ხდება-
ანგელოზიც რომ ცოდავს,
ანგელოზიც რომ ხტება-
სახურავიდან. მერე...
გუგები თვალის ფართო...
ციებიანი ვნებ...ა
ვაითუ არ დამმართო!
შენი კეთრი და
ნება-
გარდაცვალების დამრთო-
როცა ვერ თოვს ან არ თოვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები