ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2012


  ჩამოტვირთვა

დუმილი

ი.ბ–ს

მიჭირს რომ ასე მალე ჩუმდები....
მიჭირს გხედავდე ფერმკრთალს, უძინარს...
ვიცი , შენამდე მე ვერ მოვაღწევ...შორსა ხარ ძლიერ.
მაინც მიჭირავს შენი თეთრი ხელი (გითბობ) და მაღალს,
როგორც ღამის ცას , ვერ ვამჩნევთ ცაცხვებს,
სისხლის სურნელით...
და ვნატრობთ, მეტი იქნებ გვეღირსოს.
ვიდრე ყვითელი ფოთლების ღეჭვა...
ვერ გადავრჩებით–შენც კარგად იცი.
ვეღარსად გავიქცევით აწი...
ვერ გავექცევით ვერც პოეზიას, ვერც სამშობლოს,
ვერც სიყვარულს, ვერც პირის ამოკერვას...
და ვერც...ვერც ღმერთს...
ვერ გავექცევით...
ჰოდა ვღეჭოთ ჩვენ–ჩვენი ტკივილები
ვღეჭოთ ბანალური ფრაზები (ვინღა დაგვიშლის
როცა არავინ აღარ დაგვრჩა ყურის დამგდები)
და მაინც...ყოველ დილით შენ დგები და სუნთქავ მზეს.
ტოტებს შორის ატარებ და მე მაწვდი...
და მე მიჭირავს შენი დაფლეთილი ტოტები (ვათბობ)
ჩვენ ვდგავართ ახლაც , როგორც ცაცხვები
სისხლის, ტკივილის, ერთმანეთის სურნელით...
და ვიცით, ვერსად გავექცევით ხანძარს...
ცეცხლი კი უკვე ისე ახლოა..
ჩვენ კი ვდგავართ ახალგაზრდა ცაცხვები
(რას ვიზამთ) არ ძალგვიძს გადარჩენა....
და ასე მალე ვჩუმდებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს