ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2012


რას დახატავ ! - I ნაწილი

 



ქალის სახლიდან არ გამოპარულა.
არც კარში დატანებული მინის “ თვალიდან”  გაუხედავს, სადარბაზოში ხომ არავინ დგასო.
კარი ჩვეულებრივად გააღო და ჩვეულებრივად გამოვიდა. ან  გამოსაპარი რა ჰქონდა, სტუმრად იყო ქალთან და ჩაი დალიეს.
ღია კარში მდგარ ქალსაც აკოცა ხელზე გამომშვიდობებისას.
სადარბაზოს კიბეებზეც მშვიდად ჩამოვიდა.
„ნეტაი, შენ, მოგცლია!“.
მშვიდად და „მშვიდობიანად“  გამოვიდა სადარბაზოდან.
„კაია, ქმარი რომ არ ჰყავს!“
ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ღიმილით გაუყვა ტროტუარისკენ ბაღში გამავალ ბილიკს.
„აააარაა !!! კაი ქალია, ძმაო ! „  _ გაიფიქრა თავისთვის _ „აუუჰ, რა ფეხები აქვს ! ერთი ოცი წლის უკან რომ შემხვედროდა, ზედაც არ შემომხედავდა... რა ლუკმას არ ჩამოგიგდებს ბედი !... ხვალ სახელოსნოში „შემოივლის!..“
ბაღი გადაჭრა.
„ესეც ასეეე!“
ღიღინით გაუყვა ტროტუარს.
გაახსენდა, ერთხელ ერთ ქალთან იყო და ქმარმა მოუსწრო. უფრო სწორად, კი არ მოუსწრო, კარზე დააკაკუნა. ძლივს მოასწრო შარვლის ჩაცმა. საცვალი და წინდები ჯიბეში ჩაიწყო ფეხსაცმელი და  პერანგი ხელში დაიჭირა და ფანჯრიდან გადახტა. კიდევ კარგი ის ქალი „ხრუშოვკის“ მეორე სართულზე ცხოვრობდა, თორემ ცხვირ-პირს ჩაიმტვრევდა. ეს ყველაფერი კი ისე თვალისდახამხამებაში მოხდა, საკუთარი თავის თვითონვე უკვირდა... ხელში ფეხსაცმლით ქუჩაში...  ტროტუარის ბარიერზე  ჩამოჯდა , წინდები და ფეხსაცმელი ჩაიცვა. უკუღმა ჩაცმული პერანგიც გადმოაბრუნა. გამვლელები გაოცებულები უყურებდნენ. ახსოვს ვიღაცას  კიდევაც უკმეხად ჰკითხა, რას მომჩერებიხარო.
ამის გახსენებაზე გაეცინა.
„არა, ძმაო, რაც კაია, კაია !“ ქუჩა მოათვალირა. ნაცნობი არავინ ჩანდა.
„ახლა სადმე ლუდი თუ არ დავლიე, არ შეიძლება !.. სისიულელეა გამოთქმა : „მარმარილოს ქანდაკებას ჰგავდა ! „  უყვარდათ მწელებს ამნაირი გამოთქმა „მარმარილოს ქანდაკებასავით ქალი“..  . მერე იდგა ეს უნიჭო მკითხველიც და იმეორებდა ბრიყვულად... ისეთი ქანდაკებები მინახია მარმარილოსგან, გული აგერევა !..
ვისაც არ ეზარება, ყველა მარმარილოს აფუჭებს !.. „
_ ტფუჰ ! _ გადააფურთხა და კიდევ ერთხელ მოათვალიერა ქუჩა.
„ ...ან რა გამოთქმა ჰქონდათ: მარმარილოსფერი ტანი... იმდენი ფერის მარმარილოა თეთრიდან, ვარდისფერიდან, მწვანიდან დაწყებული, შავით დამთავრებული, მიდი და არკვიე, რა ფერის ქალი იყო!.. კიდევ კარგი, ქანდაკებებს  თავი დაანებეს და  ახლა  იმაზე წერენ, „პოლს“ რომ ჩაჭედებული ლურსმანი „აწუხებს“  და ჯერ კიდევ მოსახსნელ „ბატარეას“ სიცივისაგან მხრები აქვს „ჩამოყრილი“.  სადღაც წავიკითხე „ნიჭიერი მოქანდაკის შექმნილ ქანდაკებას ჰგავდაო... თითქოს არ შეიძლება, რომ ნიჭიერმა მოქანდაკემ მახინჯი ქალის ქანდაკება შექმნას !“...
საიდან ვიგონებ ახლა ამ დინოზავრებისდროინდელ ამბებს?! ...
... აი, ამ ქალს კი სიამობნებით „გამოვაქანდაკებდი“.
გაეღიმა.
ახლა სადმე ცოტა თუ დავლიე, სახლშიც ვერაფერს მიხვდებიან.“...
ცოლი გაახსენდა.
„ძაღლის ინტუიცია აქვს,მიხვდება!..
... არა, ის მაინტერესებს, მაინც როგორ ხვდება ყველაფერს?!“
ლუდი იყიდა.
ქუჩაში მდგარ მერხზე ჩამოჯდა.
ვიღაც ნაცნობს, გზის მეორე მხარეს ხელი აუწია, „გადმოდი, ლუდი დავლიოთ“_ო, ანიშნა. ნაცნობმა „მეჩქარება“-ო, მიახვედრა.
ლუდი გახსნა.
დალია ნელა, სვენებ-სვენებით.
ისევ ცოლზე გადაიტანა ფიქრი.
„არაფრის თქმა რომ არ დამჭირდეს, არც ტყუილის და არც მართლის, როგორც მივალ, მაშინვე ლოგინში ვკრავ თავს !.. არც თვითონ შემეკითხება არაფერს, საქმით იქნება გართული..
... მაინც მიხვდება !... „
მეორე ლუდი უფრო დიდი პაუზებით დალია.
„ლუდის გემოს მაშინ ვგრძნობ, როცა ნელ-ნელა ვსვამ...“
მერე კიდევ კარგა ხანს იჯდა მერხზე.
ხვალ ცოლი სტუმრად წავა და „იმას“ სახელოსნოს „დაათვალიერებინებს“...
ახლაც შეიძლებოდა, მაგრამ ვიღაცა მერის ველოდებიო, ბიძაშვილს თუ ამიდაშვილს .

...
გააცილა.
ხელზე კოცნაც ღირსეულად მიიღო.
კარი მიხურა.
ოთახში შებრუნდა და ფანჯარა გააღო.
შემოდგომის მშვენიერი ამინდი იდგა.
მაგიდა აალაგა.
დიდი სარკის წინ დიდხანს იტრიალა. საკუთარი ტავი ათვალიერა.
„ბედნიერებაა, როცა ქალი გრძნობს, რომ ლამაზია.... ალბათ, რა უბედურები არიან ულამაზო ქალები მოკლე კიდურებითა და დიდი გავით... ან სახის ცუდი ფერით... ეს მხატვარიც !... ემჩნევა, რომ აღტაცებულია ჩემით!.. უდავოდ დამხატავს... კარგი მხატვარიაო, ამბობენ...  მისაღებში დავკიდებ... ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემი პორტრეტი მქონოდა... რა კარგიაააა !!.. მერი გაგიჟდება... ყოველთვის ყველაფერი შურდა ჩემი ...“
სარკის წინ კიდევ ერთხელ შემოტრიალდა.
საკუთარი თავით მოხიბლული იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები