ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2012


რატომ, ადამიანო?

ამ წუთისოფლის სტუმრებს არ გვჯერა,
ერთ დროს ყველანი ვიქცევით ძვლებად,
შეუმჩნეველად ჩავივლით დაღმართს...
ჰოი, დრო ხელში როგორ გვიქრება
და მაინც არ გვსურს, რომ მოვეფეროთ
ერთმანეთს, გული გავიმზიანოთ,
რატომ არ გჯერა, სიხარულისთვის
გაჩნდი ამ ქვეყნად ადამიანო?!
რატომ არ გინდა, სანამ შეიძლებ,
ირგვლივ უშურვლად სითბო აფრქვიო?
ნუთუ სჯობია, მანკიერებით
დამძიმებული სული ათრიო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები