ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2012


უდაბნოს შვებად...

შენაც ჩემსავით კაცი იყავ ერთ დროს უფალო,
შენ ცად ამზევდი მე კი მიწად მიქცევა მელის,
მამლის ყივილი ასჯერ მაინც გაჰკვეთს უდაბნოს
დამჭკნარ ყვავილთა, უწყლო ველთა სიცარიელის
სიმძიმე მთრგუნავს, უსაყრდენო ვგავარ სამყაროს,
ელამი თვალი დედამიწის შერთვია მიღმეთს,
ცდილობს მეც შემკრას, მეც მიმონოს, მეც მასაპყაროს
ეგოს კივილში სად მოიძევ იმედად იქ ღმერთს
რომ ითბოს სულმა დაივანოს ცის ნათელ კართან
ამოიგმანოს უგუნურთა გრძნეული გზნება,
გადააფარეთ ცოდვილ მიწას ბერების კაბა,
მძივივით ია სატრფოსავით წინ მეგეგება.
ოკეანეთა მიმოქცევა იქნება ვნახო,
წყარო გალობს თუ ანგელოსთა ქორო ხმიანებს,
ჩამოდგა სხივი ჩამომუხლდა სადღაც სულ ახლო,
და მზე შუბლს ადებს დედამიწის ნაჭდევ იარებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს