ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2008


ალეეე ჰოპ

********************&*************************


--- დღეს რა გვაქვს? მათემატიკა?
--- ხო რავი.
--- აუ, მე ხვალ არ მოვალ
--- რატომ?
--- მამას სათევზაოდ მივყვები
--- ხოო?...
--- მერე მოგიყვები
--- კაი.
--- წამო რა შპარგალკა გავაკეთოთ -- და // ალეეეე ჰოოოპ // ძახილით წავიდნენ ორივენი.

--- ფსკერი არ გაინტერესებს? ე უდნა ვნახო -- ეჩურჩულებოდა.
--- ამ სიცივეში ?
--- ხო ალეეე ჰოოპ ასე ვიზამ და ვნახავ-- ჩუმად პხუკუნებდა თან ხელებით აჩვენებდა ალეეე ჰოპს.
--- აუუუ მოდიიის ... ჩუმათ-- ორივენი მერხებში ჩაიმალნენ.
--- აღარ გეყოთ?ცალ-ცალკე დროზე!!!-გადასვეს . მერე ზარი და ისევ პხუკუნი.
--- ხო მომიყვები?
--- ხოდა მერე შენც წაგიყვან, მამას ვეტყვი.
--- აბა ჰე (ძამიკო ხარ-- გაიფიქრა, მაგრამ არ უთქვამს)
--- აბა ფოთოლა და შტო (დაიკო ხარ-- არც ამას გაუხმაურებია) --- გადაიხითხითა და  ჩვეული ტექსტის წამოძახილითა და თავდაყირა ხტუნაობით გავიდა კლასიდან.


--- თქვენ აქ დამელოდეთ ფეხი არ გადადგათ ნაპირიდან!
--- მერე ჩვენც გაგვიყვანე წყალში რა
--- ხო.
ორი მეგობარი ნაპირთან დარჩა, კაცმა კი ნავით გაცურა.

--- აუ ნახე მწვანე ნავია
--- სად აბა?
--- აი იქითაა, დროზე ბიჭო წავიდეთ!
და გაიქცნენ... ჩასხდნენ... პატარა არსებებმა თავისზე დიდი, უცნაურზე უცნაური მწვანე ნავი გაახოხეს...შეცურეს...

--- გადმოდით გაბზარულია!!!!!
--- აუ რაღაცას გვეუბნება... რაა?
--- არ შეცუროოო... თ...გა... დიიით...!!!!!!!!!!!!!

--- ისევ ეს მათემატიკაა რა...
--- ზურა სადაა?
--- სათევზაოთ. ( ნეტა რას შვება?ნეტა მეც იქ ვიყო .  კი ცივა აქ და იქ საერთოდ რა იქნება???მაგრამ  მათემატიკას ჯობია და ჰე...) (ფიქრი)
--- ალეეეე ჰოოოპ--ვიგაცამ დაიყვირა და გადატრიალდა თავდაყირა.
--- ე გაჩუმდი რა მაინც არ გამოგდის.
მოკლედ მწვანე ხომალდით უსასრულობაში გაცურეს, თან ალეეეეე ჰოოპს იძახდა ვიღაცა.
--- დამეჭიდე!!!
--- ვერ გწვდები...
--- მიდი დროზეეე...
--- ვერ...
--- .......................................................
--- ..............................
ხმა აღარ ისმოდა.


ხვალე მოყოლის დღეც დადგა, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს, არც არავის არავინ წაუყვანია სათევზაოდ და აღარავის უყვირია //ალეეეეე ჰოპო///. უბრალოდ ვიღაც იმ მერხის გვერდით იჯდა და წითელ საწუწნ კანფეტს ათამაშებდა პატარა პირით.

(ნეტა რა მოხდა?ვაი აღარასოდეს, აღარასოდეს მოვა...???ფუ წყალს ვეღარ ვიტან... რატო აღარ იქნება  აღარასოდეს? ან იმ მათემატიკას რა უნდოდა //ბავშვებო ზურა აღარასოდეს მოვაო// გიჟია? -(თან წრიპინა ხმით გაბაძა.)ფუუუ დამპალი ქალია და მაგიტომ თქვა. თუ კაია თვითონ ნუ მოვა ნუღარასოდეს. არ გააჭირა საქმე)
უბრალოდ ფიქრობდა და  მაინც ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს //აღარასოდეს//
(აუუ ნეტა მოვიდეს და ალეე ჰოოპო დაიძახოს მერე ვინმე გავცარცოთ ჩუმად.
რა გამახსენდააა პირველად რომ შემოვიდა შავი იყო მაგარი და დამეჯღანა. ჰაჰაჰაა მეც ენა გადმოვუყავი ბეეეთქო და მასე მომისვევს გვერდით. დედამის რომ მიყავდა კარებიდან სანამ გავიდოდა მაიმუნის სიფათს იღებდა და ისე მიყურებდა. ნეტა ერთად რატომ არასოდეს გავსულვართ კლასიდან?არც შემოვსულვართ...მდააა.
  აუუუ ისევ შემოვიდა ის ჯოჯო მათემატიკა...ეხლა სასწაულს იტყვის)
--- მორიგე ხარ?დაალაგე!
--- (მიდი რა ქალო გაიარე)--რა თქმა უნდა გაიფიქრა, ჩანთა ზურგზე მოიკიდა, თმები რეზინით შეიკრა და უხმოდ გავიდა.(მე მაინც არავინ მომაკითხავს და...)მერე მეორე კანფეტი ჩაიდო პირში და //აბა ჰე//ჩუმად ჩაილაპარაკა.

-- რას შვები მარტო ზიხარ?
-- თუ გინდა დაჯექი.
-- გოგო ის მართლა აღარ მოვა?
-- მე რავი( თავი გამანებე რა)(ფიქრი)
-- შპარგალკა არის?
-- ზურა აკეთებდა, მე მეზარება ხო იცი.
-- მწვანე ნავით დაიხჩოო?
-- ......
-- კაი გადავჯექი.
--(ჭორიკანაააა ბეეეეეე)

მწვანე, უფრო დიდი სიცოცხლის სივრცეში ვირაც მიცურავდა... აქეთა სივრცეში კი ვიღაც წითელ კანფეტს ჭამდა და მწვანე ხომალდზე ფიქრობდა: (ნეტა როგორი იყო?ალბათ გაცრეცილი ფერი ექნებოდა გადახუნებული და ბადე გადადებული... აუ საერთოდ რატომ იყო ...
ეხლა სადაა?მოდი კიდევ შევჭამ კანფეტს...)

--ალეეე ჰოოოპ --- შორიდან ისმოდა -- დაიკო ხაა..რ... მოგიყვებიი...აბა ფოთოლა და შტო...მწვანე ხომალდი...გაბზარულია არ ჩაჯდე..თ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები