ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2012


მე ვარ ბეღურა (H) სიყვარულით თ-ს !

მე ვარ ბეღურა, შენი ფანჯრის რაფაზე ვკენკავ-
პურის ნამცეცებს,მიხარია ყოველი დილა.
ვხედავ ვაზაში-ვაშლებია და ბლომად კენკრა,
მაინც რაღაცა რომ აწუხებს-სავარძელს,დივანს...

ახლა მოწყენილ ამინდზეც რომ არაფერი თქვა,
განწყობა როლში ვერ შესუხლი მსახიობივით-
სხვადასხვა ტონში, უჩვეულო გამა,ფერი და
სახლში ავეჯი,პლედი,ტუმბო ადგილობრივი...

მე ვარ ბეღურა,შენი მზერა სავსეა სევდით,
ნეტა კი იგრძნო რომ  გიღიმი პატარა ჩიტი.
გამთენიისას შენს რაფაზე,ქოთნების გვერდით,
მომწონს ფანჯრებზე თხელი ფარდა, ფერადი ჩითის...

მე ვარ ბეღურა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები