ბევრ პოეტს, მახსოვს, სიკვდილამდე ნაღდად ვერ მიჰყვა, დათვის დათვობა, მგლის მგლობა და კრავის სიკრავე... ჩვენ ხომ სახეებდახოკილი ბლომად მრევლი გვყავს და ბავშვებივით გვიხარია,ტაშს რომ გვიკრავენ. სადღაც კი ამ დროს, ესიზმრებათ ხშირად დიდობა პატარა კაცებს, რა უნდა ქნა, ეს რომ გაიგო - მონდომებით რომ ამყარებენ ვითომმშვიდობას, სხვის ქვეყანაში არამკითხე მოამბეები. ვიღაცას უწევს ბუმბერაზი დარდის ტარება, ვიღაცას ახლაც უერთებენ სუნთქვის აპარატს, სადღაც მაძღარი ნარკოტიკში გაიპარება, სადღაც მშიერს კი ემუქრება ძილში გაპარვა. დედაქალაქებს ისევ ყოფენ სადღაც ტიხრები, ჰკიდიათ ყველა დესპანი და ყველა ატაშე, ასობით ლიტრი(უმიზეზოდ) სისხლი იღვრება, ორჯერ ასობით ტონა სიკვდილს დებენ მიწაში. მკერდის კუთხესთან რწმენაგასულ ჯვარს თუ დარაჯობს, დროგამოშვებით გულის ფეთქვის თითო ეგზემა, შემოაცალე სტრიქონების სონეტს ხარაჩო, რა დროს ლექსია, მიიცვალა ღმერთი შეჩემა! რა ეპითეტით არ გვამკობენ ხშირად, არადა ზოგჯერ მგონია(ასე ვხედავ ჩემი სათვალით), რომ პოეტები იმით ვჯობნით დეგენერატებს, უფრო ადვილი სტატუსი გვაქვს გამოსათქმელად!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. შემოაცალე სტრიქონების სონეტს ხარაჩო, რა დროს ლექსია, მიიცვალა ღმერთი შეჩემა! რა ეპითეტით არ გვამკობენ ხშირად, არადა ზოგჯერ მგონია(ასე ვხედავ ჩემი სათვალით), რომ პოეტები იმით ვჯობნით დეგენერატებს, უფრო ადვილი სტატუსი გვაქვს გამოსათქმელად! უმაგრესია! ყოჩაღ, ძმაო! შემოაცალე სტრიქონების სონეტს ხარაჩო, რა დროს ლექსია, მიიცვალა ღმერთი შეჩემა! რა ეპითეტით არ გვამკობენ ხშირად, არადა ზოგჯერ მგონია(ასე ვხედავ ჩემი სათვალით), რომ პოეტები იმით ვჯობნით დეგენერატებს, უფრო ადვილი სტატუსი გვაქვს გამოსათქმელად! უმაგრესია! ყოჩაღ, ძმაო!
19. მკერდის კუთხესთან რწმენაგასულ ჯვარს თუ დარაჯობს, დროგამოშვებით გულის ფეთქვის თითო ეგზემა, შემოაცალე სტრიქონების სონეტს ხარაჩო, რა დროს ლექსია, მიიცვალა ღმერთი შეჩემა! :)
ასე მხოლოდ ერთი ჩემი მეგობარი წერს,როსტომ :))
ლოტე მკერდის კუთხესთან რწმენაგასულ ჯვარს თუ დარაჯობს, დროგამოშვებით გულის ფეთქვის თითო ეგზემა, შემოაცალე სტრიქონების სონეტს ხარაჩო, რა დროს ლექსია, მიიცვალა ღმერთი შეჩემა! :)
ასე მხოლოდ ერთი ჩემი მეგობარი წერს,როსტომ :))
ლოტე
18. "შემოაცალე სტრიქონების სონეტს ხარაჩო,"
კარგილექსია, მომეწონა. ++ "შემოაცალე სტრიქონების სონეტს ხარაჩო,"
კარგილექსია, მომეწონა. ++
15. ავტორი: როსტომ იტრიელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
კარგია,რითმები უკეთაც შეიძლებოდა ზოგგან ;) ავტორი: როსტომ იტრიელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
კარგია,რითმები უკეთაც შეიძლებოდა ზოგგან ;)
12. ,,ჩვენ ხომ სახეებდახოკილი ბლომად მრევლი გვყავს და ბავშვებივით გვიხარია,ტაშს რომ გვიკრავენ."
მომწონს :):) ++2 ,,ჩვენ ხომ სახეებდახოკილი ბლომად მრევლი გვყავს და ბავშვებივით გვიხარია,ტაშს რომ გვიკრავენ."
მომწონს :):) ++2
10. წარმატებები:) წარმატებები:)
9. "მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთა ცვლას"- :)))))))))))- ალ.ჭავჭავაძემ დამასწრო მგონი :))))))))))
ლექსს კი ძალიანაც უშავს- მშვენიერია! "მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთა ცვლას"- :)))))))))))- ალ.ჭავჭავაძემ დამასწრო მგონი :))))))))))
ლექსს კი ძალიანაც უშავს- მშვენიერია!
8. რამდენი თვეა ამ საიტზე არ ვყოფილვარ. შემოვიხედე და თურმე რა?
კატიე არ შეცვლილა :)
ლექსს არაუშავს.
სათქმელი გასაგებია რამდენი თვეა ამ საიტზე არ ვყოფილვარ. შემოვიხედე და თურმე რა?
კატიე არ შეცვლილა :)
ლექსს არაუშავს.
სათქმელი გასაგებია
7. რა პოეტური ხართ :))))))))))))))))))))
ვახ, თქვენი ბიონსე როგორაა??? რა პოეტური ხართ :))))))))))))))))))))
ვახ, თქვენი ბიონსე როგორაა???
6. მშვენიერი ლექსი პროტესტია...555 ქვემოთ სიცილები კი კომენტარის გამო დავტოვე..:) მშვენიერი ლექსი პროტესტია...555 ქვემოთ სიცილები კი კომენტარის გამო დავტოვე..:)
5. წარმატებები პოეტებს... წარმატებები პოეტებს...
3. "ბიონსეს და ჯეიზის(ამ უკანასკნელის სახელი პირველად გავიგე რ. ი.) შვილის დაბადებას სულმოუთქმელად ელოდება მთელი მსოფლიო..."
რომელიღაც არხზე გამოაცხადეს:))
მაგის ავტორს და გამომცხადებელს გამზრდელი ხო უნდა აგინო, თურმე სულმოუთქმელად ველოდები ბიონსე როდის იმშობიარებს:)):))
ვახ ჩემი:)) "ბიონსეს და ჯეიზის(ამ უკანასკნელის სახელი პირველად გავიგე რ. ი.) შვილის დაბადებას სულმოუთქმელად ელოდება მთელი მსოფლიო..."
რომელიღაც არხზე გამოაცხადეს:))
მაგის ავტორს და გამომცხადებელს გამზრდელი ხო უნდა აგინო, თურმე სულმოუთქმელად ველოდები ბიონსე როდის იმშობიარებს:)):))
ვახ ჩემი:))
2. გმადლობთ პატ. მაწვალებელო, მაწვალებელო:)):)) გმადლობთ პატ. მაწვალებელო, მაწვალებელო:)):))
1. დაჯექი, 2-ანი :))
( +2 ანუ რა ) დაჯექი, 2-ანი :))
( +2 ანუ რა )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|