ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2012


ამის დედაც ჯეკ! (მეორე ნაწილი.მინიმა,ფანტაზია)

ზღვისპირას ვზივარ და თუთუნს ვახვევ,თავში ათასი რითმა მიტრიალებს,გვერდით ფანქარი და ფურცელი მაქვს,აშკარად მშვიდად ვგრძნობ თავს რომ არა უეცარი დისკომფორტი...
ზღვიდან ჩემი ცოლი ამოდის,ხელში გალეული საპონი უჭირავს,ჭიპამდე თეთრი ტრუსი აცვია,ტრუსიდან ბოქვენი უჩანს უადგილოდ გამოშვერილი თმის კულულებით,წარბები სასაცილოდ აქვს ჩამოყრილი ქუთუთოებისკენ და ელამივით მიყურებს.საპონი გაუვარდა,ჩაყვინთა,ამოყვინთა,ცხვირი ჩაიხოცა ზღვაში,ისევ ჩაყვინთა,იფორთხიალა და მაინც იპოვა.
გამარჯვებული სახით მიახლოვდება.
მაჟრიალებს.
ღმერთო გამაღიმე.
ჩამიარა.
ჩავისუნთქე.
ვერაფერს ვწერ,ამ კვირაში უჰონორაროდ დავრჩები.
ღვინო მომინდა მაგრამ სახლში შესვლას ვერ ვბედავ,ისე ვნებიანად მიყურებს,გული მერევა.
ფანქარს და ფურცელს ვეძებ,ჩემი კატა მოვიდა,პირში გაბრდღვნილი ჩიტი ყავს.
ფუ შენი!
გული მერევა!
ვერ ვიტან ჩიტებს,ცოცხლებზე მეტად მკვდრებს,ნახევრადმკვდრებს უფრო!
ცოლი გამახსენდა ტრუსიდან თმაგამოშვერილი.


კიდევ კარგი წინა ცხოვრებაში კაცი ვიყავი!
ამ ცხოვრებაში ქალი ვარ!

-მაღალი,ჭაღარა და არვიცი მქვია!
-მაგის დედაც ჯეკ!!!

-წამიყვანე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები