 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 21 იანვარი, 2012 |
ყველაფერი ამ ქვეყნად პირობითია....აი მაგალითად ...თუმცა არა, არავითარი მაგალითად!...მაგალითებს ისტორია გვაძლევს ხოლმე, უფრო ადრე კი სკოლაში გვაძლევდნენ მაგალითებს....ესეც ხომ მაგალითია?...მერე ქუჩამ მოგვაჩეჩა ბევრი და სულელური მაგალითები...საზოგადოებამ ხომ საერთოდ ჩაგვძირა მაგალითების ზღვაში...თითქოს ტაილანდიაო და ანდა იაპონია....ფუჰ...ფუჰ... არ გვინდა ასეთი მაგალითები.
მეორად ქვეყნებში როგორ ხდება ხოლმე?....დაიწყებენ რაღაც უაზრო, ტუტუცურ რევოლუციას და მერე ხალხი ეწირება....ბრმა ტყვია კლავს ყრუ პოეტს...რადგან ვერ გაიგო სროლის ხმა და ბედის ირონიით თუ რაღაც მისტიური მიზიდულობის ძალით ზუსტად იმ ქუჩაზე შეუხვია სადაც პოზიცია ებრძოდა ოპოზიციას!....ანდა ის როგორ მოგწონთ რომ ამ მთავრობამ ამინდი კი არა ჩვენც გაგვყიდა!... მალე მოვალე მოგვაკითხავს და აბა თქვენ იცით!... რაც მეტ შვილს გავაჩენთ ვალები გადანაწილდება და იქნებ მოგებაზეც წავიდეთ.?...
....ჰმ....მეცინება ახლა.....რადგან ვგრძნობ ,როგორ ცდილობთ ჩასწვდეთ რა იდეები ამოძრავებს ახლა ავტორს?...არავითარი!....რა დროს იდეებია როცა დღეს 17 00 საათზე, თბილისურ მყრალ სადარბაზოში, ვერაზე ,გააუპატიურეს თავისუფლება და ნაზი ფრთებიც მიამტვრიეს ბინძურ კედელზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!.... საზოგადოებას კიდია ეს.... ხოდა დაიკიდოს ბატონო....
ხანდახან გვგონია რომ გვგონია და სინამდვილეში არ ხდება ასე...... ერთს უბრალოდ სჯეროდა, მეორე კი ვერ მიხვდა....აბა როგორ მიხვდებოდა, როცა იმის ნიჭიც არ ქონდა რამე გონებოდა..!....
კაი, ჯანდაბას რევოლუცია, ვალები, იდეური ფრენები და გაფრენები...მთავარი აზრი კი ახლა ჩამოყალიბდება....ზოგიერთის სურათივით, სოციალურ ქსელებში , ნისლში რომაა თითქოს გახვეული......სიმკვეთრე მატულობს....მატულობს და .....
.P.S..........მის სურათს თვალებით აუპატიურებდნენ და მას ეს ძალიან მოსწონდა, მერე უფრო შიშველი სურათი დადო და მეტსაც მიაღწია!... უკვე კომენტარით გააუპატიურეს, ბოლოს კიდევ რაღაც უნდოდა მაგრამ, მაუსით , კლავიატურით და ვინდოუსის პროგრამულ ჩარჩოებში მოქცეულმა, სხვა ვერაფერი შესძლო......
სერგეი ნეველი 21.01.2012 17:48:16
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ხასიათიანი გვერდი(ა) და კარგა ხანია, მომწონს :) ხასიათიანი გვერდი(ა) და კარგა ხანია, მომწონს :)
12. ჰოო...საინტერესო იყო. ბოლომდე თქმა არც იყო საჭირო, ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით და ასე... ჰოო...საინტერესო იყო. ბოლომდე თქმა არც იყო საჭირო, ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით და ასე...
11. არ ვიცი ზუსტად რატომ, მაგრამ მომეწონა! 5 არ ვიცი ზუსტად რატომ, მაგრამ მომეწონა! 5
10. .P.S..........მის სურათს თვალებით აუპატიურებდნენ და მას ეს ძალიან მოსწონდა, მერე უფრო შიშველი სურათი დადო და მეტსაც მიაღწია!... უკვე კომენტარით გააუპატიურეს, ბოლოს კიდევ რაღაც უნდოდა მაგრამ, მაუსით , კლავიატურით და ვინდოუსის პროგრამულ ჩარჩოებში მოქცეულმა, სხვა ვერაფერი შესძლო......
აქედან დაწყება ჯობდა ჩემი აზრით .P.S..........მის სურათს თვალებით აუპატიურებდნენ და მას ეს ძალიან მოსწონდა, მერე უფრო შიშველი სურათი დადო და მეტსაც მიაღწია!... უკვე კომენტარით გააუპატიურეს, ბოლოს კიდევ რაღაც უნდოდა მაგრამ, მაუსით , კლავიატურით და ვინდოუსის პროგრამულ ჩარჩოებში მოქცეულმა, სხვა ვერაფერი შესძლო......
აქედან დაწყება ჯობდა ჩემი აზრით
9. ხანდახან გვგონია რომ გვგონია და სინამდვილეში არ ხდება ასე...... ერთს უბრალოდ სჯეროდა, მეორე კი ვერ მიხვდა....აბა როგორ მიხვდებოდა, როცა იმის ნიჭიც არ ქონდა რამე გონებოდა..!....
მაგარი ხარ, სერჟ!... ჰო, რას იზამ? მართალია, შენ ვერ ხვდები, მაგრამ... შენ ხომ არ გგონია, რომ ეს ასეა? აი, მე კი მგონია!.... ::))))))) მიხვდი რამეს? ვეეეერ? ვაი-მეეეე! :))))))))))))
მოკლედ, კაი ტიპი ხარ, რა! და ძალიან საყვარელი ტიპიც... :) ხანდახან გვგონია რომ გვგონია და სინამდვილეში არ ხდება ასე...... ერთს უბრალოდ სჯეროდა, მეორე კი ვერ მიხვდა....აბა როგორ მიხვდებოდა, როცა იმის ნიჭიც არ ქონდა რამე გონებოდა..!....
მაგარი ხარ, სერჟ!... ჰო, რას იზამ? მართალია, შენ ვერ ხვდები, მაგრამ... შენ ხომ არ გგონია, რომ ეს ასეა? აი, მე კი მგონია!.... ::))))))) მიხვდი რამეს? ვეეეერ? ვაი-მეეეე! :))))))))))))
მოკლედ, კაი ტიპი ხარ, რა! და ძალიან საყვარელი ტიპიც... :)
8. მომეწონა :) ჭას თანხმობა მომეწონა :) ჭას თანხმობა
7. რა, მხოლოდ დღეს? ყოველდღე არ აუპატიურებენ?
ეჰ, პატრონი სადაა თორემ რა, მხოლოდ დღეს? ყოველდღე არ აუპატიურებენ?
ეჰ, პატრონი სადაა თორემ
6. სერგეიმ ეტყობა გადაწყვიტა, ბოლომდე აღარაფერი გაგვიმხილოს...:) უბრალოდ აღარ გვენდობა...:) მე მომწონს ეს ავტორი...:-* ერთი წინადადებაც რომ დაწეროს, სიამოვნებიტ ვკითხულობ... სერგეიმ ეტყობა გადაწყვიტა, ბოლომდე აღარაფერი გაგვიმხილოს...:) უბრალოდ აღარ გვენდობა...:) მე მომწონს ეს ავტორი...:-* ერთი წინადადებაც რომ დაწეროს, სიამოვნებიტ ვკითხულობ...
5. აქ პრობლემებია ნაჩვენები, მაგრამ ბუნდოვნად, ანუ პრობლემათა კონტურებიც კი არ არის სრული. თხრობა კარგია. ვფიქრობ, როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ მეტი სინათლე და გულწრფელობაა საჭირო. აქ პრობლემებია ნაჩვენები, მაგრამ ბუნდოვნად, ანუ პრობლემათა კონტურებიც კი არ არის სრული. თხრობა კარგია. ვფიქრობ, როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ მეტი სინათლე და გულწრფელობაა საჭირო.
4. მთავარია საათი აღარ გაჩერდეს ;) მთავარია საათი აღარ გაჩერდეს ;)
3. "ბრმა ტყვია კლავს ყრუ პოეტს...რადგან ვერ გაიგო სროლის ხმა და ბედის ირონიით თუ რაღაც მისტიური მიზიდულობის ძალით ზუსტად იმ ქუჩაზე შეუხვია სადაც პოზიცია ებრძოდა ოპოზიციას!." _ ეს ბულგაკოვისეული გადახვევა მომეწონა და ის, რომ ზოგს გვგონია ... და კაია რომ გვგონია :) ++ "ბრმა ტყვია კლავს ყრუ პოეტს...რადგან ვერ გაიგო სროლის ხმა და ბედის ირონიით თუ რაღაც მისტიური მიზიდულობის ძალით ზუსტად იმ ქუჩაზე შეუხვია სადაც პოზიცია ებრძოდა ოპოზიციას!." _ ეს ბულგაკოვისეული გადახვევა მომეწონა და ის, რომ ზოგს გვგონია ... და კაია რომ გვგონია :) ++
2. მდააააააა.... საღოლ კომენტარებს, რა ძალა ჰქონიათ :))))))))) მდააააააა.... საღოლ კომენტარებს, რა ძალა ჰქონიათ :)))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|