ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2012


მე დავიბადე...

მე დავიბადე რუსთაველის საქართველოში,
დაბადებიდან ვეზიარე უფლის სიყვარულს,
მათრობს სურნელი მადლიანი ქართლის მდელოსი,
მოძმის ღიმილი ჩემში იწვევს გულწრფელ სიხარულს.
მე დავიბადე ღვთისგან ნაკურთხ ქვეყანაში და
რაღა თქმა უნდა სიძულვილი უცხოა ჩემთვის,
ვსვამ ვაზის ნაჟურს მოწიწებით ქრისტეს თასიდან,
ჩემი კაცობა მარადიულ სიყვარულს ერთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები