| ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 25 იანვარი, 2012 |
მეგონა გავგიჟდებოდი, როცა ჩემი შეყვარებული დავინახე მეტრო რუსთაველთან როგორ შეხვდა ვიღაცას და გადაკოცნა ...... მერე ჩაკიდეს ხელი ერთმანეთს და ალბათ კინოში წავიდნენ!.... "ახლა კინოში ზიან და ის მას ეხება......" ჩემს წარმოგენაში საშინელი სურათები იხატებოდა ,მე ვკანკალებდი და მუშტებს ისე მაგრად ვკრავდი რომ ფრჩხილის ჩაბრუნება დამეწყო. მერე გამწარებულმა ნაყინი ვიყიდე ბევრი და შევსანსლე , მინდოდა მოვმკვდარიყავი მაგრამ ნაყინი გემრიელი იყო და სულაც არ იყო ვადაგასული!....მაშინ გამწარებული სანაპიროსკენ გავიქეცი..... რა სისულელეა?.... რა თქმა უნდა თავის დასახრჩობად !....აბა განა შუბლის გაგრილება მინდოდა მტკვრის სურნელოვანი და ანკარა წყლით?... ....დაღამდა და მთვარე ამოვიდა, მერე ვარსკვლავები გამოჩნდა , ბოლოს ლოთებმა ლოთური წაიმღერეს!.... , მერე ძაღლებმა იყეფეს და ცოტა ინათა კიდეც.... .....ღმერთო .............. რა საშინელია ცხოვრებაააააა..... დილამდე ვიჯექი ასე მტკვრის პირას, გაშეშებული და მადადაკარგული ,დიახ !... ერთი ფენოვანიც არ მიჭამია, ჭამა ვის ახსოვდა !... ან კოკა–კოლა ,ან დიროლი ( პიტნა ) ბოლოს გათენდა ,რადგან ბუნება ულმობელია უბედური შეყვარებულების მიმართ და მე მივხვდი რომ არაფერი მეშველება. მერე დიდხანს ვფიქრობდი კიდევ რა არ მეშველებოდა და ისე ჩავუღრმავდი რომ ალბათ ორი მეტრიდან აღარ ვჩანდი... დაღლილობამ და უჭმელობამ თავისი გაიტანა...რადგან ჩამეძინა....მესიზმრა ყინულოვანი სამყარო,გავრბოდი, უკან საშინელი ქალი მომდევდა, რა იყო სახელდობრ საშინელი მასში არ ვიცოდი,მაგრამ ქვეცნობიერი შიში წინ რომ მიბიძგებდა?... (ციოდა ალბათ და იმიტომ) მესიზმრა ჩუქჩა, რომელიც ამაყად მაჩვენებდა თავის 6.0. ძრავიან მარხილს...ანუ 6 ძაღლიანს... ---და გადაცემათა კოლოფი?...ვკითხე ირონიით ---ავტომატიკაა!....სამ სიჩქარიანი, პირველ სიჩქარეზე ერთი კატის სურათს ვაჩვენებ ძაღლებს, ორზე---ორს, სამზე.....სამს. ---კარგი და....უფრო კვიმატი აზრი მომივიდა.....--მუხრუჭები?... ---ოოოო......ეს თეთრი დათვის სურათია!...უშეცდომოდ მოქმედებს!... ---ისე ხო და.....დავფიქრდი, იქნებ რამე წუნი მეპოვა.....უკანა სვლა გაქვს?.... ჩუქჩამ ისე შემომხედა, თითქოს გლობალური დათბობა დაიწყოო, ან ირმის გრიპი მიახარა ვინმემ!... ----უკანა სვლაზე ჩემი ცოლის სურათს ვაჩვენებ ხოლმე....ისე ეშინიათ, ისე!....უკან იხევენ მომენტალურად! ---აბა მაჩვენე სურათი!..., ვუთხარი და მოვემზადე რომ მეხალისა. ჩუქჩამ ამოიოხრა ........ უცებ წყლის ხმა გავიგონე, მერე ძაღლების ყეფა....გამოვფხიზლდი , რადგან მწარე რეალობამ თუ პოლარულმა მზემ თვალი დამიბნელა..... მზე ამოვიდა!......დიახ!.... მოჰფინა ნათელი საზიზღარ ქალაქს, სინათლის ქალაქს , ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანაში......სადაც ყველაზე ნათელი, თეთრი და სუფთა მხოლოდ ტუალეტის ქაღალდია!.... მე ვგმინავდი უკვე , მიზეზი მარტივი იყო !.... მეზიზღებოდა ყველაფერი!... მაგრამ სასწაულები ხდება, ხდება, ხდება ,დამიჯერეთ !... მე მინდოდა სულ სხვა რამეებზე მეფიქრა , მაგალითად განუხორციელებელ თვითმკვლელობის შესაძლო რეციდივზე.... რადგან უიმედოდ მიყვარდა ქალი ! . წამოვწიე ჩემი გაწამებული სხეული და აი ,მზად ვიყავი მტკვარში გადასახტომად .... ამ დროს მოირბინა ჩემმა სიყვარულმა , არ ვიცი როგორ მომაგნო !..ალბათ გულით და მითხრა :" არა, არ გინდა, არ გადახტე .... საბრალო მტკვარი ! ჩემი ქალაქის სიამაყე !... ისეა სავსე ნაგვით , ნუ დაემატები, კიდევ ერთი ნაგავი–––შენ ... ეს ისე დამაჯერებლად ჟღერდა,რომ მე გადავიფიქრე და შევთავაზე გასეირნება... მადლობის ნიშნად ჩემი ბოლო აღმოჩენა გავანდე...რომ მის საცვალში ისე ცხელოდა როგორც ბრძმედში...აქ თავისუფლად შეიძლებოდა ფოლადის გამოდნობა და რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, იდგა და თვალებს აკვარკვალებდა!.... მერე დავაკვირდი, ეტყობა იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა, მე ახლა მეფოლადესავით ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი როგორ, რანაირად შემესრულებინა მისია, როგორ გამომედნო ფოლადი ისე რომ მასაც მოენდომებინა ეს პროცესი, მერე კი ამ ფოლადისგან გოგო ,ანდა უფრო სასურველია ,ბიჭი ჩამოგვესხა... მე უბედურს მეგონა დაინტერესდებოდა და გადმოკარკლული თვალებით მომისმენდა , მშვენიერი ბაგე კი ოდნავ ექნებოდა გაკვირვებისგან დაფჩენილი!.. სინამდვილეში კი აი რა მოხდა ,ისე იკივლა ,თითქოს სექსი შევთავაზე ქორწინებამდე!!!!!!!!!..... სხვა გზა არ არის , ვიფიქრე და ვაკოცე . სხვა გზა არ არის..... გაიფიქრა მან და სახეში შემომილაწუნა . სხვა გზა არ არის... გავიფიქრე ისევ და კიდევ ვაკოცე . სხვა გზა არ არის?.... დაფიქრდა ის და თავადაც მაკოცა .სხვა გზა არ არის!.... გავიფიქრეთ ერთდროულად და წავედით სახლში......
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ჩემმა სიყვარულმა , არ ვიცი როგორ მომაგნო !..ალბათ გულით და მითხრა :" არა, არ გინდა, არ გადახტე .... საბრალო მტკვარი ! ჩემი ქალაქის სიამაყე !... ისეა სავსე ნაგვით , ნუ დაემატები... ???????????–?! ჩემმა სიყვარულმა , არ ვიცი როგორ მომაგნო !..ალბათ გულით და მითხრა :" არა, არ გინდა, არ გადახტე .... საბრალო მტკვარი ! ჩემი ქალაქის სიამაყე !... ისეა სავსე ნაგვით , ნუ დაემატები... ???????????–?!
20. ---და გადაცემათა კოლოფი?...ვკითხე ირონიით ---ავტომატიკაა!....სამ სიჩქარიანი, პირველ სიჩქარეზე ერთი კატის სურათს ვაჩვენებ ძაღლებს, ორზე---ორს, სამზე.....სამს. ---კარგი და....უფრო კვიმატი აზრი მომივიდა.....--მუხრუჭები?... ---ოოოო......ეს თეთრი დათვის სურათია!...უშეცდომოდ მოქმედებს!... ---ისე ხო და.....დავფიქრდი, იქნებ რამე წუნი მეპოვა.....უკანა სვლა გაქვს?.... ჩუქჩამ ისე შემომხედა, თითქოს გლობალური დათბობა დაიწყოო, ან ირმის გრიპი მიახარა ვინმემ!... ----უკანა სვლაზე ჩემი ცოლის სურათს ვაჩვენებ ხოლმე....ისე ეშინიათ, ისე!....უკან იხევენ მომენტალურად! ---აბა მაჩვენე სურათი!..., ვუთხარი და მოვემზადე რომ მეხალისა. ჩუქჩამ ამოიოხრა ........ უცებ წყლის ხმა გავიგონე, მერე ძაღლების ყეფა....გამოვფხიზლდი , რადგან მწარე რეალობამ თუ პოლარულმა მზემ თვალი დამიბნელა..... მზე ამოვიდა!......დიახ!.... მოჰფინა ნათელი საზიზღარ ქალაქს, სინათლის ქალაქს , ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანაში......სადაც ყველაზე ნათელი, თეთრი და სუფთა მხოლოდ ტუალეტის ქაღალდია!.... მე ვგმინავდი უკვე , მიზეზი მარტივი იყო !.... მეზიზღებოდა ყველაფერი!... ––––––––––––––––––––––
თქვენში უსაზღვრო ჭეშმარიტებაა, შერწყმული ცინიკურ რეალობასთან, რომელსაც ირონიითა და "სიბრძნე სიცრუით" ებრძვით... თქვენ ისეთი ღრმა ხათ უცნაური ფიქრებითა და მოსაზრებებით, ძლიერი მკითხველი გჭირდებათ, რადგან ისე დაინახოს ტქვენი სამყარო, როგორც თავად ხედავთ. პათივისცემით: ---და გადაცემათა კოლოფი?...ვკითხე ირონიით ---ავტომატიკაა!....სამ სიჩქარიანი, პირველ სიჩქარეზე ერთი კატის სურათს ვაჩვენებ ძაღლებს, ორზე---ორს, სამზე.....სამს. ---კარგი და....უფრო კვიმატი აზრი მომივიდა.....--მუხრუჭები?... ---ოოოო......ეს თეთრი დათვის სურათია!...უშეცდომოდ მოქმედებს!... ---ისე ხო და.....დავფიქრდი, იქნებ რამე წუნი მეპოვა.....უკანა სვლა გაქვს?.... ჩუქჩამ ისე შემომხედა, თითქოს გლობალური დათბობა დაიწყოო, ან ირმის გრიპი მიახარა ვინმემ!... ----უკანა სვლაზე ჩემი ცოლის სურათს ვაჩვენებ ხოლმე....ისე ეშინიათ, ისე!....უკან იხევენ მომენტალურად! ---აბა მაჩვენე სურათი!..., ვუთხარი და მოვემზადე რომ მეხალისა. ჩუქჩამ ამოიოხრა ........ უცებ წყლის ხმა გავიგონე, მერე ძაღლების ყეფა....გამოვფხიზლდი , რადგან მწარე რეალობამ თუ პოლარულმა მზემ თვალი დამიბნელა..... მზე ამოვიდა!......დიახ!.... მოჰფინა ნათელი საზიზღარ ქალაქს, სინათლის ქალაქს , ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანაში......სადაც ყველაზე ნათელი, თეთრი და სუფთა მხოლოდ ტუალეტის ქაღალდია!.... მე ვგმინავდი უკვე , მიზეზი მარტივი იყო !.... მეზიზღებოდა ყველაფერი!... ––––––––––––––––––––––
თქვენში უსაზღვრო ჭეშმარიტებაა, შერწყმული ცინიკურ რეალობასთან, რომელსაც ირონიითა და "სიბრძნე სიცრუით" ებრძვით... თქვენ ისეთი ღრმა ხათ უცნაური ფიქრებითა და მოსაზრებებით, ძლიერი მკითხველი გჭირდებათ, რადგან ისე დაინახოს ტქვენი სამყარო, როგორც თავად ხედავთ. პათივისცემით:
19. არ მომეწონა არ მომეწონა
17. ,,და მე მივხვდი რომ არაფერი მეშველება'' - მომეწონა :):) კარგად ჟღერს :):) ,,და მე მივხვდი რომ არაფერი მეშველება`` - მომეწონა :):) კარგად ჟღერს :):)
16. გამახალისა :) ისე, მაგ ჩუქჩაზე სიზმრის გავრცობა და ცალკე იუმორისტულის დაწერაც შეიძლება :) სათაურით ,,ჩუქჩა არსებობს” საინტერესო სერგი ხარ შენ ;) გამახალისა :) ისე, მაგ ჩუქჩაზე სიზმრის გავრცობა და ცალკე იუმორისტულის დაწერაც შეიძლება :) სათაურით ,,ჩუქჩა არსებობს” საინტერესო სერგი ხარ შენ ;)
15. სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის, აი, ასეთ განწყობაზე დავდექი...++ სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის, აი, ასეთ განწყობაზე დავდექი...++
14. მინდოდა მოვმკვდარიყავი მაგრამ ნაყინი გემრიელი იყო და სულაც არ იყო ვადაგასული!...
გეიხარე სერგეი.//////// მინდოდა მოვმკვდარიყავი მაგრამ ნაყინი გემრიელი იყო და სულაც არ იყო ვადაგასული!...
გეიხარე სერგეი.////////
13. ირმის გრიპი:) დავტოვებ აქ 5-კარგ ხასიათზე ვრ:) ირმის გრიპი:) დავტოვებ აქ 5-კარგ ხასიათზე ვრ:)
12. რსებობს, სერგეი, როგორ არ რსებობს. :)) მომეწონა. :) ისე, კარგი იქნებოდა, თუ ზიზღის გრძნობისაგან განკურნავდით თქვენს გმირს. ცოდვაა. :) 5
პატივისცემით, ტენდი რსებობს, სერგეი, როგორ არ რსებობს. :)) მომეწონა. :) ისე, კარგი იქნებოდა, თუ ზიზღის გრძნობისაგან განკურნავდით თქვენს გმირს. ცოდვაა. :) 5
პატივისცემით, ტენდი
11. ფინალი კარგია : )
ფინალი კარგია : )
10. მე მომეწონა, სერჟ! და შენს სიყვარულს გოუმარჯოს, ჩემო ოლღა! მე მომეწონა, სერჟ! და შენს სიყვარულს გოუმარჯოს, ჩემო ოლღა!
9. მეც არ მომეწონა რატომღაც... მეც არ მომეწონა რატომღაც...
8. სიყვარული არსებობს >> ჟანრი: იუმორისტული
აჰამ )
სიყვარული არსებობს >> ჟანრი: იუმორისტული
აჰამ )
7. მეც არ მომეწონა:( მეც არ მომეწონა:(
6. ჩუქჩა და მარხილი მომეწონა ყველაზე მეტად...;)
ჩუქჩა და მარხილი მომეწონა ყველაზე მეტად...;)
5. და მე რომ არ მომეწონა.. პირიქით ზოგიერთ მონაკვეთში ამაზრზენადაც კი მომეჩვენა.. მდააა,სერგეი, შენგან უფრო სერიოზულ მიდგომას ველი ხოლმე.. და მე რომ არ მომეწონა.. პირიქით ზოგიერთ მონაკვეთში ამაზრზენადაც კი მომეჩვენა.. მდააა,სერგეი, შენგან უფრო სერიოზულ მიდგომას ველი ხოლმე..
4. ჯიგარი ხარ:) ვიმხიარულე. ჯიგარი ხარ:) ვიმხიარულე.
3. მშვენიერი გამოსავალი ანუ დასასრული :) მშვენიერი გამოსავალი ანუ დასასრული :)
2. "ფიქრნი მტკვრის პირას" დასტური ფლორენციას :))) "ფიქრნი მტკვრის პირას" დასტური ფლორენციას :)))
1. სხვა გზა ყოველთვის არის ;) ( ეს ისე, ცნობითვის ) :D:D:D:D სხვა გზა ყოველთვის არის ;) ( ეს ისე, ცნობითვის ) :D:D:D:D
|
|
მონაცემები არ არის |
|
|