| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 7 თებერვალი, 2012 |
დღემ მორბენალ სტრიქონივით ჩაიარა, არაფერი დატოვა. მარტო შაქარი მქონია, ჩაი არა, გულმავიწყობს ნატურა... უკვე დავცალე კოლოფი სიგარეტი, რა გავა გარეთ ახლა. უჟმურ ხასიათს მთელი დღე ვიკავებდი, თვალით არ დამენახოს! გული გააწყალა წყრომით თებერვალმა, ქარია სუფსარქისის. ქუჩის მაწანწალა ძაღლი შემებრალა ბედს უყეფს უვარგისად... ბომჟების "ლოჟაა" ჩემი სადარბაზო, სანაგვის "ბარონების"... სულ მეკითხებიან, - როგორ ხარ, ლამაზო? ცოტათი დაღონებით... მოშავთეთრო სეზონი აქვთ გრაფიკოსებს, თოვლი სულ ატალახდა. შავ კაბაზე თეთრ ვარდსაც კი "დავიკოფსებ", ზამთარს რომ გადავლახავ... ამინდებს საღვინეს, ზოგჯერ საარყესაც, ვიხდი და ვიცვამ ხოლმე. ფიქრს დედიშობილას, (რომ არ დამაყენა), მარტის მზეს მივათხოვებ!.. 05.02.12
უ-სურვილ-ობა
უამინდობას მთელი კვირა ამაოდ ვებრძვი, არაფრისმთქმელი სახით მიმზერს სარკე კომოდის. უსურვილობამ გადააგდო კისერი გვერდზე, გავიკვირვებდი, საჩემოდ რომ რამე სდომოდა... პროგნოზს მიკეთებს, გრძელვადიანს, ჩემი ლავიწი, მელანქოლია მოიდუღებს ჩაის ან ყავას. რით დამთავრდება ჩემი დარდთან ბრძოლა, არ ვიცი, ერთი კი ვიცი, ეს ზამთარი ჯერ არსად წავა... ჩემს ფანტაზიას გამოვიხმობ როლში მაშველის, სადმე, თბილ ქვეყნის, თბილ კუნძულზე გადამსვას იქნებ. უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო, ზამთარში შიშველ ტანზემოცმულ უცხელეს ფიქრით... 06.02.12
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. წარმატებები წარმატებები
12. სები გაქვთ რაღაც სუსტი საფინალო ფრაზებით. სები გაქვთ რაღაც სუსტი საფინალო ფრაზებით.
11. სულ მეკითხებიან, - როგორ ხარ, ლამაზო? ცოტათი დაღონებით...
უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო..
რაღაცნაირი...სასიამოვნო და ჯიბგირი ლექსები)) jaden. 2012-02-07 10:56:15
მართლაც ჯიბგირი ლექ სულ მეკითხებიან, - როგორ ხარ, ლამაზო? ცოტათი დაღონებით...
უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო..
რაღაცნაირი...სასიამოვნო და ჯიბგირი ლექსები)) jaden. 2012-02-07 10:56:15
მართლაც ჯიბგირი ლექ
10. შავ კაბაზე თეთრ ვარდსაც კი "დავიკოფსებ", ზამთარს რომ გადავლახავ... ამინდებს საღვინეს, ზოგჯერ საარყესაც, ვიხდი და ვიცვამ ხოლმე. ფიქრს დედიშობილას, (რომ არ დამაყენა), მარტის მზეს მივათხოვებ!.. ++ შავ კაბაზე თეთრ ვარდსაც კი "დავიკოფსებ", ზამთარს რომ გადავლახავ... ამინდებს საღვინეს, ზოგჯერ საარყესაც, ვიხდი და ვიცვამ ხოლმე. ფიქრს დედიშობილას, (რომ არ დამაყენა), მარტის მზეს მივათხოვებ!.. ++
9. მომწონს,როგორც ყოველთვის!მოგიკითხეთ! მომწონს,როგორც ყოველთვის!მოგიკითხეთ!
8. ჰაჰ :):):) რა კარგია და ჩემეული განსაკუთრებით მეორე ნაწილი :):)
+++++2 ჰაჰ :):):) რა კარგია და ჩემეული განსაკუთრებით მეორე ნაწილი :):)
+++++2
7. არ გამოვყოფ არაფერს, მშვენიერი ლექსებია, თან დღევანდელ განწყობას ზუსტად ეხამება :))
5 არ გამოვყოფ არაფერს, მშვენიერი ლექსებია, თან დღევანდელ განწყობას ზუსტად ეხამება :))
5
6. "მოშავთეთრო სეზონი აქვთ გრაფიკოსებს, თოვლი სულ ატალახდა"
განწყობის მოშავთეთრო სეზონი და პოეზია!
"უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო, ზამთარში ტანშიშველზე მოცმულ უცხელეს ფიქრით..." სურვილებისა და ემოციების "კლასი"!
"მოშავთეთრო სეზონი აქვთ გრაფიკოსებს, თოვლი სულ ატალახდა"
განწყობის მოშავთეთრო სეზონი და პოეზია!
"უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო, ზამთარში ტანშიშველზე მოცმულ უცხელეს ფიქრით..." სურვილებისა და ემოციების "კლასი"!
5. სასიამოვნოდ მეკითხება თქვენი ლექსები..:) ზოგი უფრო ძლიერია, ზოგი ცოტა სუსტი, მაგრამ სასიამოვნოდ წასაკითხი ყველა...:-*
დღემ მორბენალ სტრიქონივით ჩაიარა, არაფერი დატოვა. მარტო შაქარი მქონია, ჩაი არა, ამაზე კი გამეცინა... არც ჩაი მქონდა და არც შაქარი, გასვლაც საშინლად მეზარებოდა..:)) სასიამოვნოდ მეკითხება თქვენი ლექსები..:) ზოგი უფრო ძლიერია, ზოგი ცოტა სუსტი, მაგრამ სასიამოვნოდ წასაკითხი ყველა...:-*
დღემ მორბენალ სტრიქონივით ჩაიარა, არაფერი დატოვა. მარტო შაქარი მქონია, ჩაი არა, ამაზე კი გამეცინა... არც ჩაი მქონდა და არც შაქარი, გასვლაც საშინლად მეზარებოდა..:))
4. რით დამთავრდება ჩემი დარდთან ბრძოლა, არ ვიცი, ერთი კი ვიცი, ეს ზამთარი ჯერ არსად წავა... ჩემს ფანტაზიას გამოვიხმობ როლში მაშველის, სადმე, თბილ ქვეყნის, თბილ კუნძულზე გადამსვას იქნებ. უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო, ზამთარში ტანშიშველზემოცმულ უცხელეს ფიქრით...
გაიხარე თანანა! მიყვარს შენი აზრიანი ლექსები, გულისგულში რომ აღწევს, ისეთები! 5 რით დამთავრდება ჩემი დარდთან ბრძოლა, არ ვიცი, ერთი კი ვიცი, ეს ზამთარი ჯერ არსად წავა... ჩემს ფანტაზიას გამოვიხმობ როლში მაშველის, სადმე, თბილ ქვეყნის, თბილ კუნძულზე გადამსვას იქნებ. უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო, ზამთარში ტანშიშველზემოცმულ უცხელეს ფიქრით...
გაიხარე თანანა! მიყვარს შენი აზრიანი ლექსები, გულისგულში რომ აღწევს, ისეთები! 5
3. მალე გაზაფხული მოვა... :) მალე გაზაფხული მოვა... :)
2. სულ მეკითხებიან, - როგორ ხარ, ლამაზო? ცოტათი დაღონებით...
უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო..
რაღაცნაირი...სასიამოვნო და ჯიბგირი ლექსები))
სულ მეკითხებიან, - როგორ ხარ, ლამაზო? ცოტათი დაღონებით...
უსურვილობას ახლა ”კლასი” უნდა ვაჩვენო..
რაღაცნაირი...სასიამოვნო და ჯიბგირი ლექსები))
1. რით დამთავრდება ჩემი დარდთან ბრძოლა, არ ვიცი, ერთი კი ვიცი, ეს ზამთარი ჯერ არსად წავა...
მომაბეზრებელი ზამთრის განწყობა და შინაური ფიქრები კარგებია მოგიკითხე კიდეც :* რით დამთავრდება ჩემი დარდთან ბრძოლა, არ ვიცი, ერთი კი ვიცი, ეს ზამთარი ჯერ არსად წავა...
მომაბეზრებელი ზამთრის განწყობა და შინაური ფიქრები კარგებია მოგიკითხე კიდეც :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|