ვერაგი დავადებაა ასთმა. სხვა რომელია კეთიშობილებით გამორჩეული, მაგრამ ეს მაინც... განსაკუთრებულად მუხანათური შეტევა ღამით იცის, როცა ადამიანი ყველაზე უმწეო და უსუსურია. შემოგვეჩვია ძალიან ის ოხერი, ჩვენც შევეჩვიეთ, ასე თუ ისე... ფხიზლად ძილი ვისწავლეთ ოჯახში ყველამ, რომ მამიკოს პირველივე "მიშველეთ" არ გამოგვეპაროს. მამიდა მაშინვე ჩემი მშობლების საძინებლისკენ გარბის, მე- ჭიშკრისკენ და ხმამაღლა ვყვირი- "გვიშველეეეთ!" რა დროც არ უნდა იყოს, თუნდაც ის, ერთი პირი ძილი წყალსაც რომ ძინავს, ვიცი, რამდენიმე წამში აჭრიალდება ჩემი მეზობლების ჭიშკრები და მოგვეშველებიან. სანამ სახლში მამას ასულიერებენ, მე ეზოში დავდივარ და ხმამაღლა ვჩურჩულებ: -ოღონდ ისუნთქოს ღმერთო, მეტი არაფერი მინდა, მხოლოდ ისუნთქოს... -როგორაა?-უხმოდ ვეკითხები მეზობელს. -კარგადაა, ნუ გეშინია. "ანას მიმიხედეთ"-დედა რომ ამ სიტყვებს იტყვის, მაშინ მჯერა, რომ მამამ მოიხედა და დედას მეც გავახსენდი. ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანაც მოდის და მამა საავადმყოფოში მიყავთ. წელიწადში 3-4-ჯერ მაინც გვიწევს საავადმყოფოში რამდენიმე დღის გატარება. მე არ მეშინია საავადმყოფოების, ჩემებურად მიყვარს კიდეც. ალბათ იმიტომ, რომ იქ მამა საიმედოდაა, არც ასთმის ღამეული თავდასხმების გვეშინია იმ დღეებში. ყოველდღე დავდივარ მამასთან, სამსახურიდან დედაც აქ მოდის და ღამით ერთად ვბრუნდებით შინ. მე და მამას ორადგილიანი პალატები არ გვიყვარს, რაც უფრო მეტი საწოლია პალატაში, მით უკეთესი. უამრავ ადამიანს დავუახლოვდით და დავუმეგობრდით აქ. ამჯერად, ორსაწოლიან პალატაში მოხვედრილა. მამას წვეთოვანი უდგას. პირველი, რაც თვალში მხვდება, ცარიელი საწოლია. ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია. - მარტო ხარ?-ვეკითხები შეშფოთებული. -გარეთაა გასული-მამშვიდებს მამა. საწოლზე ვჯდები და ვუყვები: ჯერ მეზობლების ამბებს, დაწვრილებით, პირველად ვინ მოირბინა ჩემს დაძახილზე, სასწრაფოს მანქანაში ვინ შეიყვანა, ჩვენთან ვინ დარჩა. მერე, სკოლის ამბებს, ოღონდ, აქ პატარ-პატარა საიდუმლოებებს მაინც არ ვუმხელ... პალატის კარი იღება და სანამ დავინახავ, ვინ გააღო,არცთუ მთლად უცხო აქცენტით ნათქვამი მესმის: -გრიგორიჩ, შენი კაპელნიცა მალე იკნება? კარისკენ ვბრუნდები და...მსგავსი ვინმე, არათუ მამას პალატებში, ჩემი ხანგრძლივი, 12 წლიანი ცხოვრების მანძილზეც კი არასდროს, არსად მინახავს. მაღალი, ბრგე მამაკაცი, შავი, ჭაღარაშერეული,მხრებამდე დაშვებული, ტალღოვანი თმებით, სპილენძისფერი (ზუსტად ამ ფერისაა ბებიას ნამზითვი თუნგი) კანით და ჭაობისფერი თვალებით. მოკლესახელოიანი, თეთრი მაისურიდან უხვად ტატუირებული მკლავები მოუჩანს. ოქროს მასიურ ჯაჭვზე და მედალიონზე მზის სხივი ხვდება და კაცი თითქოს აენთო, ისე კაშკაშებს. -ვახ, გრიგორიჩ, შენი გოგო არი? -კი, ჩემი ანაა. -კრასავიცა, ანუშკა - თვალს მიკრავს კაცი. - შახმატნი ჩემპიონატი გვაკს, იტამაშებ?-ეკითხება მამას და პასუხს არც ელოდება, ისე გადის. - მამიკო, ვინ იყო ეს კაცი? -"მამალო", ბოშათა ბარონი. -ციგანია?! -ციგანი შენ ხარ!-ვიცინით. -მართლა ბარონია, მა? -ასე ამბობს თვითონ და პასპორტი მე არ მინახავს. -რა ქვია, ბუდულაი?-ვკისკისებ ისევ. (იმ პერიოდში გადიოდა რუსული სერიალი ბოშებზე, მთავარ გმირს ერქვა ბუდულაი). -"მამალო" ქვია, გოგო-ყასიდად მიჯავრდება მამა. -ბოშა ქალები მოდიან მის სანახავად? -ჯერ არავინ მოსულა და...მოვლენ, ალბათ -მაიმედებს. ბოშა ქალების მეტი რა მინახავს ჩვენს ქალაქში - ნაოჭებიანი, ჭრელა-ჭრულა ქვედაკაბებით,ფერად-ფერადი თავშლებით, წვრილ რეზინზე დაკიდებული, ნახერხის ბრჭყვიალა, მხტუნავი ბურთებით , "პედრო-დონალდოებით", წითელ-ყვითელი ხრამუნა, უგემრიელესი "მამალო"-კანფეტებით, "ბორია-გადაით"...უხდებოდნენ ქუჩას ეს ხმაურიანი ბოშა-ქალები, განსაკუთრებით მაშინ, ჩვენქალაქელი შეშლილი ქარები მათ ქვედაკაბებს მარაოებივით რომ გაშლიდა - ფერები ემატებოდა ქუთაისს... ბოშა კაცი კი, პირველად ვნახე, თანაც-ბარონი! მეორე დღეს სკოლიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავედი. მამას ისევ წვეთოვანი ედგა და ისევ მარტო იყო ოთახში. -იყვნენ? -ვინ შვილო? -ბოშები. -ჯერ გეკითხა, როგორა ვარ... შევცბი, მამას ფრთხილად ვეხუტები. "მამალოც" შემოდის პალატაში. -ახ, ანუშკა, ლამაზი გოგო, ჩკვიანი გოგო, ნუ, კაკ დელა?- დამტვრეული რუსულ-ქართულით საუბრობს, თან , როგორღაც, წამღერებასავით... მალე გავუშინაურდით ერთმანეთს და მოვხსენი კითხვების გუდას თავი. - სულ ჩვენს ქალაქში ცხოვრობდი? -არა ანუშკა. _საიდან მოხვედით აქ? - ს ნება! -აწი სულ ჩვენთან დარჩებით? -ნეეტ, ცავალტ აპიატ. -სად? - სადმე. - სევდიანდება. -შვილები გყავს? -კი, ბევრი ლამაზი გოგო და ბიჩი. -სად არიან? -შორს. -ცოლი? -უშლა ჩემი ცოლი ანუშკა. - თქვენი სასაფლაო სად არის "მამალო"? - ჩვენ არ კვდებიტ , გოგო! - ამას ისე ამბობს, ლამის მართლა დავიჯერო ბოშების უკვდავება. -"მამალო" იმიტომ გქვია, რომ "მამალო"-კანფეტები გიყვარდა? გულიანად იცინის. - შენ გიკვარს? -ძალიან! ჩუმად ვეუბნები ამას. ჩემს მშობლებს არ მოსწონთ, მე და ჩემი ძმა"მამალოს" რომ ვყიდულობთ და ვახრამუნებთ. "მამალო" მგონი ხვდება, რატომ გადავედი ჩურჩულზე. მომდევნო დღეს იმ დროს მივედი, მამა და ბარონი ჭადრაკს რომ თამაშობდნენ. მამამ მოიგო. - ანუშკა, მამაშენი ნასტაიაში ფიშერია, მალადეც, გრიგორიჩ! თითით თავისკენ მიხმობს და მოზრდილ პარკს მაძლევს. პარკიდან ამომავალი თავბრუსდამხვევი სურნელით უმალ ვხვდები, შიგნით რაც უნდა იყოს. მამასკენ გავაპარე მზერა. -გამოართვი, გამოართვი, ოღონდ, დედას ნუ ვეტყვით- მამაც ჩვენი თანამზრახველი ხდება. ულამაზესი, მინასავით გამჭვირვალე და ბროლივით მოციმციმე, ტკაცუნა, გემრიელი "მამალოები", ვარსკვლავის, მამლის, მელიის ფორმების, ბევრზე ბევრი...ჩემი კლასელები ახლაც სიამოვნებით იხსენებენ, ერთი პარკი "მამალოები " რომ მოგვიტანეო... მადლობის ნიშნად ბოშას ვეხუტები და თვალებში ვუყურებ. სულაც არ ყოფილა ეს თვალები ჭაობისფერი. იანვარში, რიონი რომ ჩაგუბდება თეთრ ხიდთან, თეთრ ქვებში, ზურმუხტისფრად, სწორედ იმ ფერის თვალები აქვს თურმე "ჩემს" ბარონს. (დასასრულიც იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ჯონათან, ჩემი რჩეული ხარ <3 ჯონათან, ჩემი რჩეული ხარ <3
25. მეც მიყვარს მამალო :)
ერთი ამოსუნთქვით იკითხება თქვენი ნაწერები, ძალიან მომწონს! მეც მიყვარს მამალო :)
ერთი ამოსუნთქვით იკითხება თქვენი ნაწერები, ძალიან მომწონს!
23. ძალიან მიყვარს ასეთ რამეებს რომ მიყვებიან - უბრალოს, ნამდვილს და ადამიანურს <3 ძალიან მიყვარს ასეთ რამეებს რომ მიყვებიან - უბრალოს, ნამდვილს და ადამიანურს <3
22. მშვენიერი , დახვეწილი :) მშვენიერი , დახვეწილი :)
21. კარგი იყო :) კარგი იყო :)
20. რომ ვკითხულობდი, ულამაზესი, მინასავით გამჭვირვალე და ბროლივით მოციმციმე, ტკაცუნა, გემრიელი "მამალოები"-ს სურნელიც კი ვიგრძენი... მადლობა, ავტორს! რომ ვკითხულობდი, ულამაზესი, მინასავით გამჭვირვალე და ბროლივით მოციმციმე, ტკაცუნა, გემრიელი "მამალოები"-ს სურნელიც კი ვიგრძენი... მადლობა, ავტორს!
19. მეც მინდა მამალო! მამალოს ბავშვობის სუნი აქვს) ++
მეც მინდა მამალო! მამალოს ბავშვობის სუნი აქვს) ++
18. სასიამოვნო წასაკითხია +++++ სასიამოვნო წასაკითხია +++++
17. სავსემ ზამოლჩალ,მოია პრეკრასნაია გოსპაჟა სავსემ ზამოლჩალ,მოია პრეკრასნაია გოსპაჟა
16. "tell me gypsy can you see me in your crystal ball lyrics" <3
"tell me gypsy can you see me in your crystal ball lyrics" <3
15. რა ცოცხალი პროზაა. ყველას წავიკითხავ შენსას. რათქმაუნდა რაღაც გამახსენა Deep Purple - Gypsy. ჩემი საყვარელი სიმღერა
<3 რა ცოცხალი პროზაა. ყველას წავიკითხავ შენსას. რათქმაუნდა რაღაც გამახსენა Deep Purple - Gypsy. ჩემი საყვარელი სიმღერა
<3
14. 5 ჯერ დასასრული წავიკითხე და ცალკეც კარგად აღიქმება:) ოღონდ, ის გამიკვირდა ბოშა ქალიც მოვიდაო და მერე მივხვდი 5 ჯერ დასასრული წავიკითხე და ცალკეც კარგად აღიქმება:) ოღონდ, ის გამიკვირდა ბოშა ქალიც მოვიდაო და მერე მივხვდი
13. ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ დღეს "აღმოვაჩინე", რომ თურმე ყველა კომენტარი, ყველა ნაწარმოებზე, ერთად შემიძლია ვნახო...კი მიკვირდა ფრაზა " კომენტარს შემოვყევიო"..:) ჯინას კომენტარებმა კი, ზოგადად, ისეთივე სიამოვნება მომანიჭა, როგორსაც კარგი ნაწარმოებების კითხვისას ვგრძნობ ხოლმე... ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ დღეს "აღმოვაჩინე", რომ თურმე ყველა კომენტარი, ყველა ნაწარმოებზე, ერთად შემიძლია ვნახო...კი მიკვირდა ფრაზა " კომენტარს შემოვყევიო"..:) ჯინას კომენტარებმა კი, ზოგადად, ისეთივე სიამოვნება მომანიჭა, როგორსაც კარგი ნაწარმოებების კითხვისას ვგრძნობ ხოლმე...
12. გაიხარე, ჩემო თოლია! ულამაზესად წერ! 5 გაიხარე, ჩემო თოლია! ულამაზესად წერ! 5
11. კარგი ნაწერია ძალიან– ხალასი, მსუბუქი და სევდიანი ერთსა და იმავე დროს... ავტორი კარგად ფლობს სიტყვას – ყველაფერი ზომიერი...სახეებიც, ლექსიკაც... (ნეტავ, რომელი ხარ მანდ, ავტორო?!..) კარგი ნაწერია ძალიან– ხალასი, მსუბუქი და სევდიანი ერთსა და იმავე დროს... ავტორი კარგად ფლობს სიტყვას – ყველაფერი ზომიერი...სახეებიც, ლექსიკაც... (ნეტავ, რომელი ხარ მანდ, ავტორო?!..)
10. ეს გუშინ წავიკითხე და ვეღარ დავტოვე კომენტარი.
გამყვა :)
კი, მომწონს. სუბიექტურად მომწონს :) ეს გუშინ წავიკითხე და ვეღარ დავტოვე კომენტარი.
გამყვა :)
კი, მომწონს. სუბიექტურად მომწონს :)
9. შენ გაიხარე ისე, როგორც ახლა მე გამახარე, ჯონათან! ჩემი რჩეული პროზაიკოსი ხარ ამ საიტზე კიდევ 2-3 ავტორთან ერთად. მშვიდად ვკითხულობ ხოლმე შენ გვერდს, წინასწარ ვიცი, შენიშვნების მოცემა არ დამჭირდება, ყველაფერი გამართული და ლამაზი დამხვდება. მიხარია,რომ ეს მოლოდინი არასოდეს მიცრუვდება ხოლმე. ყოველთვის შენ ერთგულ მკითხველად მიგულე! გაგრძელებაზე დიდხანს არ გვალოდინო! :) 5! პ.ს. ყველამ, ყველამ წაიკითხეთ ეს გვერდი! შენ გაიხარე ისე, როგორც ახლა მე გამახარე, ჯონათან! ჩემი რჩეული პროზაიკოსი ხარ ამ საიტზე კიდევ 2-3 ავტორთან ერთად. მშვიდად ვკითხულობ ხოლმე შენ გვერდს, წინასწარ ვიცი, შენიშვნების მოცემა არ დამჭირდება, ყველაფერი გამართული და ლამაზი დამხვდება. მიხარია,რომ ეს მოლოდინი არასოდეს მიცრუვდება ხოლმე. ყოველთვის შენ ერთგულ მკითხველად მიგულე! გაგრძელებაზე დიდხანს არ გვალოდინო! :) 5! პ.ს. ყველამ, ყველამ წაიკითხეთ ეს გვერდი!
8. კარგათ წერთ. ველი გაგრძელებას. კარგათ წერთ. ველი გაგრძელებას.
7. გმადლობთ:) დიდხანს არ გალოდინებთ:) გმადლობთ:) დიდხანს არ გალოდინებთ:)
6. სასიამოვნო წასაკითხია , სევდიანიც, თუმცა რაღაცნაირად შინაარსმა გამათბო! სასიამოვნო წასაკითხია , სევდიანიც, თუმცა რაღაცნაირად შინაარსმა გამათბო!
5. დიდი ხანია, აქ არაფერი წამიკითხავს და რა კარგია ეს მშვენიერი მოთხრობა რომ შემხვდა. ძალიან კარგია, წარმატებებს გისურვებ... დიდი ხანია, აქ არაფერი წამიკითხავს და რა კარგია ეს მშვენიერი მოთხრობა რომ შემხვდა. ძალიან კარგია, წარმატებებს გისურვებ...
4. კარგი იყო ძალიან...თბილად ჩავედი ბოლომდე და არც მინდოდა დამთავრებულიყო...5 ველი გარძელებას...:-* კარგი იყო ძალიან...თბილად ჩავედი ბოლომდე და არც მინდოდა დამთავრებულიყო...5 ველი გარძელებას...:-*
3. ვაა, რა კარგად წამიღოოო... ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე. თემა - ნოსტალგიური, სიუჟეტი - კარგად შერჩეული, ასევე კარგი განვითარებით, თხრობა - დინამიური, პერსონაჟები - (თითქოს ჩემი ბავშვობიდან...) თითქოს, გაცოცხლდნენ კადრები ჩემი ბავშვობიდან და ამას გარდა, მოთხრობაში ადამინური სითბო ტრიალებს, ამ ადამინობას დანატრებულ დროში...
ველი დასასარულს...
ვაა, რა კარგად წამიღოოო... ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე. თემა - ნოსტალგიური, სიუჟეტი - კარგად შერჩეული, ასევე კარგი განვითარებით, თხრობა - დინამიური, პერსონაჟები - (თითქოს ჩემი ბავშვობიდან...) თითქოს, გაცოცხლდნენ კადრები ჩემი ბავშვობიდან და ამას გარდა, მოთხრობაში ადამინური სითბო ტრიალებს, ამ ადამინობას დანატრებულ დროში...
ველი დასასარულს...
2. ამისთვის შემოვედი ეხლა:)))) მამალო და პედროოოო:) ხო დაღეჭავდა ეხლა კაცი მაგ პედროა და გაბერავდა ბუშტს:) კარგია ჯონათან ეს ყველაფერი და არ დაიზარო და მეტემეტი დადე:) პედრო ჩემზე იყოს:) ამისთვის შემოვედი ეხლა:)))) მამალო და პედროოოო:) ხო დაღეჭავდა ეხლა კაცი მაგ პედროა და გაბერავდა ბუშტს:) კარგია ჯონათან ეს ყველაფერი და არ დაიზარო და მეტემეტი დადე:) პედრო ჩემზე იყოს:)
1. ვაიმეე,სად გადავვარდი ამ მოტხრობით..მადლობა ავტორს. ზუსტად ასე მიშლიდა დედა მამალოებს,მახსოვს.. ჩქარ-ჩქარა ავრბოდი ცირკის კიბეებზე,წინასწარ გადანახული თანხა ხელში მქონდა ჩაბღუჯული და საოცარი სისწრაფით ხდებოდა "გარიგება" მე-სა და მამალოს გამყიდველ ციგანუშკას შორის... უჰ,ნეტარება იყო:) "პედრო" ხომ საერთოდ:)
დიდი მამალო,კი არადა 5 ავტორს:) ვაიმეე,სად გადავვარდი ამ მოტხრობით..მადლობა ავტორს. ზუსტად ასე მიშლიდა დედა მამალოებს,მახსოვს.. ჩქარ-ჩქარა ავრბოდი ცირკის კიბეებზე,წინასწარ გადანახული თანხა ხელში მქონდა ჩაბღუჯული და საოცარი სისწრაფით ხდებოდა "გარიგება" მე-სა და მამალოს გამყიდველ ციგანუშკას შორის... უჰ,ნეტარება იყო:) "პედრო" ხომ საერთოდ:)
დიდი მამალო,კი არადა 5 ავტორს:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|