ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2012


შოთა ნიშნიანიძეს

მინდა ვთქვა: რომ ბევრ სხვა პოეტს მირჩევნიხარ,
ცა მრისხავდეს-მართალს თუ არ ვამბობდე,
ახლოს მოდის ჩემთან შენი სიტყვები და
მინდა თბილისს პოეტურად ვამკობდე.
ღმერთს მადლობას ვსწირავ-აქ რომ გამაჩინა,
დაე მარად ღვთისმშობელი მწყალობდეს,
მე აქ ღმერთმა სამუდამოდ დამარჩინა
და მსურს გულიც პოეზიით ხარობდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები