ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 მარტი, 2012


განუკითხაობა ქართულ სოციალურ ქსელებში

ზოგიერთს , თუმცა კი არ მსურდა ამაზე საუბარი,(რადგან  მათ მაგივრად მე მრცხვენია) ზოგიერთს, ნამდვილად უჭირს რაღაცა ტუტუცური ვირტუალური "თანამდებობის" მიღების შემდეგ დარჩეს უბრალოდ ადამიანად, მას "ღმერთობა" სურს! ანუ მიკროსამყაროს ღმერთად მოიაზრებს თავს, უბედური...
ამ ფსიქიურ აშლილობას მე უბრალოდ  "ღმერთის სინდრომი"დავარქვი , როცა უბრალო რიგითი ადამიანი მას (ღვთაებრივ არსებას) რაიმეს შეჰკადრებს, მაშინ ის, (ღმერთი) განრისხდება ხოლმე და ვეღარ აკონტროლებს "შარავანდით" შემკობილ თავს...იწყებს უბრალო, მდაბიურ , მიწიერ ენაზე  ბილწსიტყვაობას, ანუ რაა?...ანუ ის  რომ მას არამც თუ ღმერთამდე, უბრალო კორექტულ, კულტურულ ადამიანამდეც კი ბევრი აკლია...
  ახლა მცირე განმარტებით ლექსიკონს შემოგთავაზებთ, მათთვის, ვინც ზოგიერთი საკვანძო ტერმინი ვერ გაიგო:
(1) განუკითხაობა.  -----ანუ როცა იმას აკეთებენ რაც უნდათ, ანუ დემოკრატიის სიმულაციას აწვებიან,კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს პრიველეგია მხოლოდ "რჩეულთა" ხვედრია...ანუ "ღმერთებისა"(როგორც ქვეყანაშია, ისე)
(2) ვირტუალური.-----არარსებული, წარმოდგენითი, წარმოსახვითი.
(3) ბილწსიტყვაობა.----ლანძღვა-გინება, ანუ ვერბალური ონანიზმი, როცა ინდივიდუუმი ვერ ახორციელებს სექსს,ამიტომ ის გამწარებულია, ნერვიულობს, ეწყება კომპლექსები და ნევროზები, ხშირად საკუთარ დედას ახსენებს ( იხილეთ ფროიდის ნაშრომები)და  მაშინ  ამას აკეთებს  პირით...კონკრეტულ შემთხვევაში კი  თითებით (კლავიატურაზე)
      ახლა კი  ამ "ღმერთების " მსახურებსაც ნუ დავივიწყებთ, ამ საცოდავ, ვირტუალურ არსებებს!...ისინი მის ჩრდილქვეშ არიან შეფარებულნი, მისი სუფრიდან ჩამოცვენილი ნამცეცებით იკვებებიან, ვითარცა ქოფაკები,ყველას უღრენენ, თუ კი მათს პატრონს, ("ღმერთს") რაიმეს შეჰკადრებთ.
      ამ ყველაფრის მერე, ვფიქრობ, უადგილოა უკვე საუბარი იუმორის გრძნობაზე მათთან, თავმდაბლობაზე,(რაც ალბათ შაურმის ახალი მოდელი გონიათ) საკუთარი თავის პატივისცემაზე, მოყვასის სიყვარულზე!...მხოლოდ ერთი რამ დარჩა სათქმელი, ------- დაეშვით!....დაეშვით დედამიწაზე!... თქვენც ასეთივე არსებები ხართ, როგორიც მე, როგორიც ყველა, ასეთივე ცოდვილი !...ნუ ავიღებთ საკუთარ თავზე ასე ბევრს!...ყველა ჩვენთაგანში ხომ ნამდვილად, (და არა ვირტუალურად!) დევს ღვთიური საწყისი!...დიახ , არის და ნუ ჩავანაცვლებთ მას სხვა ფსევდო-ღმერთებით!...
თუ რა თქმა უნდა ........
თუ რა თქმა უნდა.......
თუ ღმერთი გწამთ,რააააა............



სერგეი ნეველი  14.02.2012 23:02:55.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები