ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2012


მენატრები

ისევ უსახლკარო ღრუბლები და
მთვარე კახპასავით გაცრეცილი,
როცა შენთან მოსვლის ცდუნებიდან,
ერთი ნაბიჯია დარჩენილი:

შენი ბავშვის სახით მელანდები,
გარეთ ძაღლისფერი ფერებია,
ყველა მუქი კალმის მელანები,
თითქოს შეღამებას შერევია.

გულში ფიფქებივით მომეფანტე,
ტუჩის დასველებით შენ რომ იცი
ახლა ისე ძლიერ მომენატრე,
ტანზე უშენობა შემოვიცვი.

ცდილობს შემოდგომა გადარჩენას,
გარეთ ფერებია მეძავური,
ისე ვერ შევძლებ შენს გადაჩვევას,
როგორც თევზისჭერას მებადური.

ღამე მარტოობამ გაიტანა,
ცაზე დაგლეჯილი ღრუბლებია,
რადგან იქ წახვედი საიდანაც,
ალბათ აღარასდროს ბრუნდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს