ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2012


ჩაფიქრებული ლექსი

მადარდებს, როცა არ მადარდებს,
დღე სუფთას როცა ჰგავს მუშამბას...
ის, რაც "სახვალიოდ" გადავდე,
პირი დღევანდელი უჩანდა.

მაფიქრებს ის, რომ არ მაფიქრებს
გზები, საშველი და ურემი...
ჭკვიან წინათგრძნობას გაფიცებ!
ხომ იცი, სად გადაბრუნდება...

მაფიქრებს ის, რომ არ მანატრებს
უცნობი ოცნება თავის თავს.
თუმცა, რაც ვინატრე მანამდეც,
ცამდე ვერ მისული წაიქცა...

მაწუხებს, როცა ცა დაბლდება.
ფიქრს რომ არ გამოსდის ირაო.
სული სიმაღლეში მაკლდება,
სულ ხორცთან რომ ვშაბათკვირაობ...

უგულოდ ცხოვრება მადარდებს,
სიდინჯის მორგება ურჩ თავზე.
ვცხოვრობ სიყვარულით გადამდებ,
ცხოვრებას რომ არა უშავდეს...
              13.02.11

ჭირვეული სურვილები
("კაიფი" საკუთარ თავზე)

მე და ჩემი სურვილები თავშექცევით ვწევართ.
მანერა აქვთ ჭირვეული ავადმყოფის ახლა.
წამლად ცხელი სიყვარული როგორ გამოვწერო,
როცა ღმერთი სიყვარულის თვითონ ავად გახდა...
სულ ცალ ყურში ატარებენ ჩემს თბილ დარიგებას,
იატაკზე ფეხის ბაკუნს დაიწყებენ, ვატყობ.
არაფრისგან არაფერი რომ არ აიგება,
მათ არ უნდათ გაგონება, ეს მე მესმის მარტო...
კიდეც ვსვი და კიდეც ვჭამე სიყვარულთან ერთად,
ასე მსუყედ "ნასადილევს" განტვირთვა მაქვს მკაცრი.
და როგორც კი არათითზე "კალცო" გამიკეთა,
ხელში თაფლის კი არა და კასრი შემრჩა  ნაცრით...
ყელამდე ვარ "მენდელსონის" ორი დიდი მარშით,
სურვილი კი... თუმცა, ისეთს არც არაფერს ითხოვს.
შემომღნავის, როგორც ერთი ჭირვეული ბავშვი,
რომ დავპირდე შეყვარებას, რა მოხდება ვითომ?..
                11.02.12






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები