ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2012


ქართველობის სულის ფარო!

ცეცხლით ნაშანთ ძუძუს მადლო,
ეს რა ცეცხლით მმეხეო!
მომიტევე,  თუ ცოდვილი
ფეხთამტვერად გეხეო!
ჩემო სისხლო, ძველისძველო,
მიწით ცად აღმჩქეფეო,
ნათლის სანთელ- საკმეველო,
ბზის და ვაზის  მზე ხეო!
ქართველობის სულის ფარო,
სულო,  გაუტეხელო!
შენებურად დაიქუხე,
ძლევით,  კიდევ ერთხელო!
ძველებურად  გასწი ჭაპანს
უფლის  ხარო, ბერხენო,
მოზვრებს ტოლი არ დაუდო,
ბელტზე ბელტის მგრეხელო!
კალო ლეწე, ნაცრემლ თავთუხს
გული გაუმზიანო,
რომ გამოცხვეს ობლის კვერი,
უფალთან საზიარო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები