ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2012


თვალების მდინარე

როგორც თევზები ჭარბი ჰაერით-
იგუდება კაცობრიობა ვნების სიჭარბით.

მოპარულ ცხენივით გადამალეს მთვარე ღრუბლებმა
და ქარატეხილ ვნებებს ავლებს ღამე წუმპეში.
ქალაქი თითქოს სიჩუმეა პანაშვიდებზე...
ქალაქი ზურგზე დასერილი გზატკეცილებით.

პირველყოფილი მდუმარება გამოვიგონეთ
ვსხედვართ პირისპირ(იქნებ გვერდიგვერდ)
მეტად ახლოს ვართ...
პირზე ღილებივით დაკერებულ სიტყვებს
ვიწყვეტთ დროდადრო ჩვენი სულების
გამოსაჩენად.

მე მაინც ვფიქრობ დედამიწა საქანელაა
კეთილ გულებზე საიმედოდ დაკიდებული.
სევდა გრძნობაა სიყვარულის გალაქტიკიდან
და სევდიანი მდინარეა შენი თვალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები