ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2012


  ჩამოტვირთვა

აწი გამოსაგზავნი წერილი /ნარინჯისფერივით/

ვწუხვარ, რომ დღესაც ვერ მოვედი დანიშნულ დროზე,
მელოდებოდი იმ კაფეში, სადაც პირველად,
წელიწადის წინ ხელი გთხოვე და შენც დამთანხმდი,
რადგან პოეტი გეგონე და რადგან გიყვარდი,

ახლა კი ზიხარ, პარიზული ჰაერით სუნთქავ,
ორზე გაშლილი მაგიდა და სიცარიელე
თავს, რომ ვერ იკლავს შენს თვალებში,
ყელში ბურთადაც გაგჩრია და ახლა ცრემლებიც
შვებაა და მოგონებებიც!

რა ვქნა ძვირფასო,
იცი? შენამდე კიდევ წლები მაგვიანდება,
აქაურობა სულაც არ გავს ჩვენს მყუდრო ბინას,
ხანდახან ვჯდები იქ, საიდანაც ცა კარგად მოჩანს,
იმ ვარსკვალვს ვეძებ შენ, რომ მასწავლე...
მერე უბრალოდ ვესაუბრები!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები