ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2012


*** (იმედია მოგეწონებათ)

მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა,
თოვლი სიჯიუტეს თავსაც არ ანებებს,
მერე თებერვალში გული გავეცი და
ეხლა, ერთად ვამჩნევთ თოვლში ნაკვალევებს.

მძევლად გაზაფხულზე მოგგვრი მონა მარტებს,
მსურდა აპრილი შენს ფეხქვეშ მომეფინა,
მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპარტეს,
უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა.

მაისს ველოდები რაღაც გახელებით,
ისე მეგრილები როგორც ივნისია,
მერე შეგეხები ოდნავ და ხელებით,
ჩუმად გაგრძნობინებ ჩვენში ვინ ვისია.

ივლისს ჩავაგორებ შენი მოფერებით,
დედა ღვთისმშობელს ვთხოვ რიდით ჩვენზე ლოცვას,
მერე აგვისტოში ვნების მომეტებით,
ღამე სანთლის შუქზე გკადრებ პირველ კოცნას.

წყლიან სექტემბერში მკლავქვეშ შეგაფარებ,
უფრო მეყვარები ვიდრე ყველა მოყვასს,
მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ,
ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს.

გაზრდის ნოემბერი ღამეს მოცულობით,
მათბობ დეკემბერში, როგორც მლოცველს ჯვარი,
ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით,
როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს