ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2012


ერთი მქუბუქი ლექსი

შენ ამაყი ხარ ზედმეტად და უფრო ქალურად,
გიხდება კიდეც მაგ მზერაში ქალღმერთს სიბრაზე,
შენ ხომ არ იცი შესწავლილი რა დეტალურად
მქვს ეგ ღიმილი, მოწყენაც და კი არ ვიბრალებ:
რომ შემიყვარდი ფეხქვეშ მეგო შვიდვე ზეცა,
უხერხულია უთქმელი და უშენო აწმყო,
ახლა გრძნობების ყველა ნაგლეჯს სათუთად ვკეცავ
და გაუსაძლის მოთმინების უჯრაში ვაწყობ.
დღეს რომანტიკა უჩვეულოდ ღრუბლებს მივანდე,
ლოდზე უმეტი შესძლებია სევდას სიმძიმე,
შენ ბევრს იფიქრებ საღამოს და უკვე დილამდე,
მიზეზს მიხვდები, ამ ღამეს რომ მარტო იძინებ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს