ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2012


  ჩამოტვირთვა

შენ ჩემს პირდაპირ ცხოვრობ \ნარინჯისფერივით\

შენ ჩემს პირდაპირ ცხოვრობ “მონტერგუელის” ქუჩაზე,
როგორც პატარა ბავშვი, ფანჯრის მინაზე ხატავ,
შენს ოცნებებს და მერე არც უფიქრდები ისე,
აუღელვებლად შლი...

საღამოს შვიდი საათი, კაფე „ლა ესკადრელია“
ჩაი ლიმნით და ბლუზი, თვალებიდან კი სიმშვიდე
ცრემლებივით, რომ მოგდის გადამდებია, რადგან
ღმერთმა დაიდო ბინა, შენი თვალების ცებზე.

შენ ჩემს პირდაპირ ცხოვრობ, მხატვრების ქუჩის ბოლოს,
და ყოველ ღამით ტრადიციულად,  ხელის დაქნევით,
ძილინებისო ამბობ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები