ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2012


დამიბნელდა...

(ძველი დღიურიდან)

დამიბნელდა ლოდინით
სულის ლაბირინთები,
სულ  ამაოდ ვიწვი  და
სულ ამაოდ ვინთები.
ვწევარ შუშის კუბოში
ლოდინით ნაკირთები,
ზემოდან მევლებიან
ოკეანის ზვირთები!
აღარც ქარიშხალია,
არც გედების ყაშყაში,
ყველაფერი დახშულა
ოკეანის ტალღაში!
უცაბედად მეწვია
ბედისწერის მსტოვარი,
წაველ, ვერ გაგიმხილე
გულში დანატოვარი!
თილისმა და ცდუნება
უკვე წყალმა წალეკა,
გადაურჩი უვნებლად
მძაფრ განცდათა  ნარ-ეკალს!
საგანგაშო ზარები
უკვე აღარ რეკავენ,
ჩამავალ მზის სხივები
მწუხარებას ცეკვავენ!
უკან დარჩა ტკივილის
მოღუშული  ბზარები,
მელოდება  დუმილის
და სიმშვიდის კარები!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები