ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2012


რადგან დონ კიხოტს უღალატა ძმობილმა სანჩომ...

                                                "მე  მირჩევნია  ვზიდო  ხუნდები,
                                                ვიდრე  ვიცხოვრო  ვიღაცის  ნებით."

                                                    ოთარ  ჭილაზე.



ჰე, ლამანჩელო, გაიღვიძე, გაჰყევი ძახილს,
დროა  ამ  ტკივილს  შეეგუო,  რომ  შეგხვედრია,
შენი  ცხოვრება ხომ ასე  ჰგავს  მეწამულ  ძახველს,
მეგობრის  წილი  ჯვრის  ტარებაც  შენი ხვედრია.

არ გაიკვირვო, თუ გეტყვიან,  რომ  ახლა  ქარი
ჩუმად  გაფანტავს მოგონებებს, ფიქრიც  ძნელია,
მხოლოდ  სიზმრებში მიაბიჯებ იმ  სახლისაკენ,
სადაც  აღარ  ხარ, მაგრამ  იცი,  მაინც  გელიან.

არ გაიკვირვო,  თუკი  ასე  თამაშობს ბედი,
თუ  ვიღაც ბინძურს  ანაფორა  ურცხვად  აცვია,
ძაღლების  ნაცვლად ორღობეში  ყეფენ  კატები,
ვაცნი  კაცობენ  და მეგობარს  ხურდაზე  ცვლიან...

არ გაიკვირვო, ასეთია  დღეს  ეს  ცხოვრება,
ნუ  შეგაშინებს ეს  ღალატი, ნურც  ეს  სიბილწე,
წისქვილის ფრთებქვეშ  დამსხვრეული  ყველა  ოცნებაც
გადაივიწყე,  ლამანჩელო,  გადაივიწყე.

გადაივიწყე,  გაუყევი  გზას  ძველებურად,
ამ  ჯებირებსაც გადალახავ, რომ  შეგხვედრია,
რაც  კი  გაგაჩნდა,  ყველაფერი  უკვე  დაკარგე,
ღირსების  გარდა  არაფერი არ  შეგრჩენია.

ადრე  თუ  გვიან  ყველა  კითხვას გასცემენ  პასუხს,
დამარცხებული  წისქვილები,  ღალატს  რომ ცრიან,
ბოლოს  და  ბოლოს,  დამთავრდება  ეს  განსაცდელი
და  ეს  ტკივილიც  დამთავრდება  ადრე,  თუ  გვიან.

...

ბექა  რამიშვილი.
12. 11. 11. წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს