ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2012


იცი, როგორ დავიღალე

ისევ გაჩნდა რაღაც საწუხარი,
ისევ მინდა კარი გავიხურო...
ყელში მობჯენილი ცრემლებია
ჩემი დამარცხების საიდუმლო.

ისევ მეტირება იმ ბავშვივით,
დასჯილს, კუთხესთან რომ აყენებენ,
ისევ მხოლოდ ტკივილს მეუბნება
ჩემი ახლობლების სახელები.

ღმერთო, იცი, როგორ დავიღალე,
რაც შენ უსულგულოდ მიგატოვე...
ვივლი კარდაკარ და გულნატკენი
ჩემს წილ, მუჭა სითბოს ვიმათხოვრებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები