ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2012


ღამემშვიდობა

ღამე მშვიდობისა-ს რომ მისურვებ აღიარე, მეორეს ფიქრობ.
კარგად იცი რომ არ არსებობს მშვიდი ღამე,
განსაკუთრებით-მშვიდობის.
ჩვენთვის-მითუმეტეს.
ყოველი ღამე ფანჯრიდან გაგვათრევს ხოლმე
მსუბუქად განათებულ ქალაქში და
როგორ არ გვისწორდება, როგორ არ ცდილობს ჩვენს დამარცხებას.
სად არ გვანარცხებს...
მხოლოდ ერთადერთს ვნატრობთ: დილამდე მიგვაღწევინა!
განა არ იცი რომ არ არსებობს მშვიდობის ღამე?
განა ღამით არ მოიკლა დედაშენმა თავი?
განა ღამე არ იყო შენმა პატარა ძმამ რომ გაიღვიძა
და ჩუმად გითხრა "იცი? წუხელ ბავშვებს ისე მოგვშივდა, ბეღურა ვჭამეთ"
და შენ იტირე. შენ გრცხვენოდა მაგრამ ტიროდი.
როგორც შენი ძმა ტიროდა ხოლმე როცა სციოდა.
ტიროდი და სახეზე ხელებს იფარებდი.
ღამე არ იყო? იმ ღამიდან ერთი წლის თავზე
შენც რომ შეჭამე შიმშილით ჩიტი?
და მერე არ გიტირია აღარც ერთხელ,
აღარც ერთ ღამეს შენ იმის მერე არ გიტირია...
ღამე არ იყო?
პირველად რომ უფალს შესჩივლე, რატომ მოკვდიო.
(მერე ინანე)
ღამე არ იყო?
ერთმანეთს რომ შეგვახვედრა და მის მერე გვტკივა....
შენ ყოველთვის მისურვებ მშვიდობის ღამეს,
თუმცა იცი, ერთ ღამესაც ვერ გადავურჩებით!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს