ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2012


ჩვენ!

ისე ბევრი მტერი გვყავს -
თითებზეც ვერ დავითვლით,
თუმც მებრძოლი ერი ვართ -
აღარა გვყავს დავითი.
კრწანისთან თუ კოჯორთან
დიდების მზე ჩავიდა,
ზოგმა გვიერთგულა და
ზოგმაც ვერცხლზე გაგვყიდა.
ამ ცრემლიან თვალებში
ავად მიმზერს სიკვდილი,
ისევ ვიწვი ქართველი
წიწამურის სირცხვილით.
ჩვენ არ შევეგუებით
ქვეყნის ორად გაყოფას,
დაშლა - დანაწევრებას,
ნაწილებად დაყოფას.
ეს არასდროს მომხდარა,
არც მერმისში მოხდება,
თუ მოკვდება - ქართველი
სამშობლოსთვის მოკვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები