ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2012


გულში კი სიყვარულია

მე ხატვა არ შემიძლია,
ლექსის წერა კი ვიცი,
ცაზე წითელი ნისლია,
ჩამავალი მზის სივრცის.


მე სიყვარულმა დამათრო,
მომცა ლამაზი ფიცი,
არ დაგივიწყებ არასდროს,
მე შენ მიყვარხარ იცი?


მე ხატვა არ შემიძლია,
დავხატო შენი ფერი,
გულში კი სიყვარულია.
და ლექსად დავიღვრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები