ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2012


  ჩამოტვირთვა

მოლაპარაკება \ნარინჯისფერივით\

სიმშვიდე ზამთარში იმდენად იმატებს,
დროც გვრჩება ბუხართან ღვინოთი გამოვთვრეთ
და თოვდეს ფანჯრებთან, ასეა, რას ვიზამთ,
პარიზში ამინდებს, თოვაც, რომ უხდება...

აივანს, რომელზეც ბეღურებს აპურებ,
(ქალაქში ყველაზე გულღია მასპინძელს,)
რომ გსტუმრობს ფრინველთა ურიცხვი არმია
და სითბოც თვალებში, იმდენად ღრმადა გაქვს,
ჩიტებიც თბებიან...

მერე მეც მიმიწვევ შენს გაშლილ სადილზე
და თოვდეს ფანჯრებთან, უხდება ამ ქალაქს,
ასე ვქნათ ყოველთვის, მე ლექსებს დაგიწერ
და ყოველ საღამოს, სითბოში გაგიცვლი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები