ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუზზის და
ჟანრი: პროზა
17 მარტი, 2012


არქეოლოგიური ბალიში

               

ძალიან მეძინებოდა მთელი დღე ,ბოლოს ავდექი და დავიძინე .კარგად გამოვიძინე და საღამოს შვიდის ოც წუთზე გამეღვიძა. ახლა უნდა მემეცადინა.დავიწყე. გადავშალე ისტორიის წიგნი და უცებ გონება გამინათდა.გაკვეთილის სათაური იყო ,, არქელოლოგები“ გაკვეთილი უსწრაფესად წავიკითხე ყოველი ასო დავიმახსოვრე და უცებ თავში არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა.სწრაფად მოვძებნე რაცია და ჩემს საუკეთესო მეგობარს დავურეკე.
–ალო.კობრა იძახებს ვეშაპს ვეშაპო მიპასუხეთ.
–მარი ...კი არა და კობრა ..რა იყო??
–მიშიკო ,არაჩვეულებრივი იდეა მაქვს !
–ამჯერად რა?
–გინდა არქეოლოგები გავხდეთ?
–რა ვიცი აბა....
–გთხოოოვ...
–კარგი . როდის, რომელ საათზე და სად შეგხვდე?
–ხვალ, საღამოს ხუთ საათზე, ჩვენს ეზოში.
–კარგი შენ შენი მშობლები შეახვიე რომ პარკისკენ გამოგიშვან და იქ დავიწყოთ თხრა.
–კარგი .
მე მამას ოთახში შევედი .
–მამა .... მე და მიშიკომ გადავწყვიტეთ
–ვიცი მარი .ამის შემდეგ თუ რაიმეს საიდუმლოდ შენახვა გინდა სანამ ლაპარაკს დაიწყებ კარები დაკეტე ხოლმე.
–მაშინ მითხარი გამიშვებ?
–კი.
–მადლობა.–მივედი და ჩავეხუტე.
–კარგი გაიქეცი ახლა....
                                                          ***
მეორე დღეს მე და მიშიკო მთელი აღჭურვილობით პარკში ვიდექით და ვფიქრობდით საიდან დაგვეწყო თხრა . ბოლოს, გადავწყვიტეთ ერთ–ერთი გაშიშვლებული ხის ძირიდან დაგვეწყო  მუშაობა. დავიწყეთ. თავიდან ცოტა გვიჭირდა, მერე კი მიწა უფრო ნოტიო გახდა და საქმიანობა უფრო გაგვიადვილდა. რას ვეძებდით თავადაც არ ვიცოდით. მთავარი იყო რამე გვეპოვნა . სამი დღის განმავლობაში ოფლში გავიწურეთ და ოთხი ძველი ლურსმნის გარდა ვერაფერი ვიპოვნეთ .
მეოთხე დღეს  რამდენიმე სიპის ქვა შეგვხვდა და ძლივს ამოვთხარეთ. არ ვნებდებოდით! გვინდოდა რამე მაინც გვეპოვნა, თუნდაც რაღაცით დაგვემტკიცებინა რომ ეს ჩვენი უბადრუკი ქალაქი სულ ასეთი არ იყო, და ოდესღაც, აქაც ცხოვრობდა ხალხი.
მეხუთე დღე ყველაზე ამაღელვებელი იყო: რაღაც ხეს წავაწყდით, რა აღარ ვიფიქრე როცა მივხვდი  ქვემოდან რომ ცარიელი არ იყო . ამოვიღეთ და  უბრალო ფიცარი აღმოჩნდა, ყოველგვარი ანტიკური საიდუმლოებების გარეშე.
მეექვსე დღეს იმედი სულ გადაგვეწურა. აღარ გვქონდა ილუზია, რომ ლურსმნებისა და მატლების გარდა რამეს ვიპოვნიდით.
მე დავიღალე და ბოლოჯერ დავარტყი  მიწას ნიჩაბი.  ამ დროს  ხის ხმა გავიგე . გულში იმედის ნაპერწკალი გამიღვივდა.
–მიშიკო, კიდევ ერთხელ ვცადოთ .
–კარგი, მაგრამ თუ აქავ ლურსმნებია მე მივდივარ.
დავიწყეთ თხრა ორივეს იმედი გვქონდა რომ ვიპოვეთ ის რასაც ვეძებდით.
ამოვიღეთ პატარა სკივრის მაგვარი ნივთი. ეტყობოდა არც ისე ძველი იყო. გულის ფანცქალით გავხსენით და თავი ავხადეთ. მიშიკომ ჩაიხედა და ფურცელი ამოიღო.
ამ დროს თავი კაპიტანი გუდი მეგონა.
მიშიკომ ქაღალდს დახედა და მე მომცა. თვალებზე ეტყობოდა რაღაც დამაიმედებელი იყო. მე შიშით შევხედე ქაღალდს და დავინახე რუკა რომელიც საკმაოდ არეულ დარეული იყო ზემოდან არეული ასოებით ეწერა წინადადება ,,ის რასაც ვერავინ მიაგნებს ქალაქის გულში იმალება“ ქვემოთ კი რუკაზე ქალაქის ცენტრად ჩვენი კორპუსი იყო აღნიშნული.
მე და მიშიკომ გავზომეთ მთელი კორპუსი . მისი ცენტრი ჩვენი ყველაზე უჟმური მეზობლის სარდაფი აღმოჩნდა . მე და მიშიკოს ამის მერე იმედი სულ გადაგვეწურა ჩვენს მშობლებს ვკიტხეთ რჩევა აღმოჩნდა რომ ეს სარდაფი ჩემი სარდაფისგან თხელი ფილებით იყო გამოყოფილი.მე და მიშიკო მთელი დღე ერთი ფილის გამოღებას მოვუნდით და როგორც იქნა ჩვენი ცნობისმოყვარე ცხვირები მეზობლის სარდაფში შევყავით. გადავძვერით და თხრა დავიწყეთ. რამდენიმე მეტრის შემდეგ წყლის მილები შეგვხვდა, ფრთხილად ავუარეთ მათ გვერდი და თხრა განვაგრძეთ. როცა სარდაფის პატრონი სახიფათო ტერიტორიას უახლოვდებოდა, ამოთხრილ ორმოს ზედ დიდ ფილას ვადებდით და ისევ ჩვენს სარდაფში მივძვრებოდით. 
ამოთხრილ მეთერთმეტე მეტრზე,  დიდსულოვნად დავნებდით ...
კიბეებზე ქანცგაწყვეტილები ამოვდიოდით, როცა მიშიკოს ბაბუამ დაგვიძახა.
–ბავშვებო–გვითხრა მან ტკბილი ხმით–მთელი დღე ამ თწენს რუკას ვუკირკითებდი და მივხვიდი რაშიაცაა საქმე.
–რაში?–იკითხა მიშიკომ  ეცადა თავი წამოეწია მაგრამ ვერ შეძლო.
–ნახეთ!–თქვა და გამარჯვებულის სახით მიშიკოს შეეშველა.–აი აქ ... აქ ნიშანია ოთხკუთხედი.
–მერე?!–ვიკითხე მე.
–ის რომ ეს ნიშნავს კარს ! ანუ, იქ კარი უნდა იყოს.
–არაფერი იქ არ.... –ამ დროს მიშიკომ შემაწყვეტინა სიტყვა.
–რა იცი? ჩვენ ხომ იქ მხოლოდ მიწას ვხედავდით. იქაურობა ხეირინად არც კი დაგვითვალიერებია!
–მართალი ხარ!
–ასე რომ ხვალ თქვენთან ერთად მეც წამოვალ იქნებ ვიპოვოთ რამე!
–კარგი!
მეორე დღეს  ახალი ძალებით შეუდექით ძებნას. მიშა ბაბუა ძალიან გვეხმარებოდა: გამოიკვლია სამი კედლის ყველა სანტიმეტრი. მე და მიშიკო კი ერთ კედელს ვუკირკიტებდით მთელი დღე. ცოტა უცნაურად იყო იქაურობა მოწყობილი – მთელ სარდაფში ერთი თარო ეკიდა  და ერთი სურათი. ცოტა კი გაგვიკვირდა ,სურათს სარდაფში რა უნდაო?! მაგრამ მალე სულ დაგვავიწყდა. ბოლოს  ამ სურათამდეც მივედით. მიშა ბაბუამ  ჩამოხსნა და იატაკზე დადო. დამაიმედებერლი ვერაფერი ვიპოვეთ და სურათი ისევ თავის ადგილას რომ უნდა დაგვეკიდებინა, მიშიკომ მის უკან რაღაც შეამჩნია.  მიშა ბაბუას სურათი ჩამოართვა და უკუღმა დაიჭირა. ჩარჩოსა და ნახატს შუა ქაღალდი იყო გაჭედილი. მე მაშინვე გამოვაძვრინე და დავხედე:  ზედ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ისარი იყო მიხატული, რომელიც იატაკისკენ აჩვენებდა. ინსტიქტურად ყველამ ძირს დავიხედეთ და შევნიშნეთ უცნაური ღრმული. მე ფანარი მივანათე და დავინახე გასაღები, რომელზეც უშნოდ ამოკვეთილი კიდევ ერთი ისარი იყო გამოსახული. ყველამ ისრის მიმართულები გავიხედეთ და დავინახეთ ერთი ციცქნა კარი.
–მე ალისა კი არ ვარ სოკო შევჭამო და აქ გავძვრე!–გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა მიშიკომ.
–კარგი, გავაღოთ ახლა!
–კარგი..... ვაღებ...
ასეთი ამღელვებელი მომენტი მთელს ჩვენს თავგადასავალში ჯერ არ ყოფილა, მე და მიშიკომ ერთმანეთს ხელი ჩაკიდეთ და კარი ერთად გავაღეთ.
მიშა ბაბუამ ხელი შეაცურა და იმ სკივრის ასლი გამოიღო ,რომელიც მე და მიშიკომ პარკში ვიპოვეთ.
ამჯერად ჩემი ჯერი იყო . ხელის კანკალით გავაღე სკივრი.... ბოლო ძალები მოვიკრიფე და ჩავიხედე...
თავიდან თვალებს არ დავუჯერე ,მერე კიდე ერთხელ შევხედე და ლამის გული გამისკდა ...
ერთი ციცქნა ბალიში იდო ...
ამ დორს გამეღვიძა ...თავი ისტორიის წიგნზე მედო... რომლიდანაც სათაური „არქეოლოგები“ გაფართოებული თვალებით შემომყურებდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები