ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2012


Homo Georgiucus

                                                          “ хоть немного  ещё
                                                            Постою  на  краю.“
                                                                    ვ. ვისოცკი.


ქარაფზე  დგახარ  და
ნაბიჯი უკლია  გაფრენას.
თუმცა  ეს  ნაბიჯიც 
იცი,  რომ ვერაფერს  გიშველის.
სიგიჟე  გბოჭავს და
სულ უფრო  შორდები  თანდათან
ყველას  და  ყველაფერს,
მხოლოდ ფიქრებია  შიშველი.
ძნელია,  როდესაც 
ტაქტში  ვერ  ეწყობი  მუსიკას,
ცხოვრებაც  რატომღაც 
ზედიზედ  გწირავს - გაშამათებს.
და  ის, ვინც  ოდესღაც გიყვარდა,-
ეძახდი  მეგობარს,
ბინძური  წესებით 
თამაშობს  უცნაურ თამაშებს.
ახლა  ეს  სამყარო
გშანთავს  და  გიბურღავს  გონებას,
სიცოცხლე  ბეწვზეა,
საცაა  დაწყდება  ნერვებიც.
ხანდახან  სიჩუმე  გზარავს  და
გინდა,  რომ იყვირო,
შიშისგან  დაზაფრულ კაცუნებს
უთხრა,  რომ იცანი,
რომ ირგვლივ  ყველაფერს
სიყალბით  დაფარავს  სიბნელე...
ღალატით  გაწირულს
უკვე  აღარ  გრჩება  მიზანიც.
ნულია  სიცოცხლის  ფასი,  თუ
გამქრალა  ოცნება,
კედლებზე  ლაქებში,
სახეებს  პოულობ  სიცილით.
და  ახლა  ძნელია
დახატო  ჩვეული  პალიტრა,
რადგანაც  ცხოვრებას 
ფერი  აქვს თეთრი  და  წითელი.
ნატრულობ  ოჯახს  და
სულ  უფრო  შორდები  თანდათან
ყველაფერს 
რაც გქონდა,
მხოლოდ  ფიქრებია  შეშლილი...

ქარაფზე  დგახარ და
ნაბიჯი  უკლია  გაფრენას.


21.10.2011.
ბექა  რამიშვილი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს