ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2008


ეჰ, ქალბატონო მუზა...

ეჰ, ქალბატონო მუზა...

ეჰ, ქალბატონო მუზა,
როგორ ჩაეშვა ღუზა,
როგორ მკენწლავენ მწარედ
ეს გველხოკერა წლები.
შურის ეკლებით გვკლავენ,
ყოველდღიურად გვხრავენ,
რა ვქნა, ბატონო ჩემო,
მეც სხვანაირი ვხდები.
და ისე მშვიდად ვუცქერ
ბოღმა, რომ ახრჩობთ გულზე,
რომ ქილიკობენ ჩემზე
ჩემი ყოფილი ძმები.
ითვლის კი ვინმე მაინც,
ეკლებს რომლებიც თან მდევს,
მორჩა! პოეტებს აწი
არვინ მოუტანს ვარდებს.
ტყუილად ბზუის ლექსი,
ვით ხართან - ხარაბუზა.
წაგებულია ლექსიც, მიწაც,
მამულის ფესვიც,
ეჰ, ქალბატონო მუზა...
ეჰ, ქალბატონო მუზა.
ეჰ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს