ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2012


- ძალიან ადვილია -

    ვერაფერი გაეგო ცხოვრების. ნათლად ხედავდა რამდენი ადამიანი იყო, იმდენივე მოსაზრება, შეხედულება, იმდენივე პოზა იყო. თითონ როგორც ფიქრობდა სწორად არ მიაჩნდა, რასაც ბრძენნი ამბობდნენ თეორიად რჩებოდა... გულის ტკივილი არაფერია სულის ტკივილთან! ჰო, და ახლა სული ტკიოდა. სულ ცხრა გრამი  ყოფილა! ვითომ? მეტი არა? დანამდვილებით იცოდა ტკივილს ჯერ გაყუჩება და შემდეგ მკურნალობა უნდოდა.  ,,როგორო?,,  და ასე გადაწყვიტა:  მოდი ასე მოვიქცევი - რაც გულს უნდა გონებას შევუთანხმებ, რას სულს სურს იმას გულსო. როგორ იწვალაა?! მერე იმ ბავშვობაში მოთავსდა, ოდესღაც რომ იყო. გაიტაცეს ფიქრებმა და შორს მოისროლეს... ცისკარი - ღამისა და დღის გასაყარი... რამდენჯერ გაღვიძებია ამ დროს, როდესაც ბუნება სრულიად ერთ ტონალობაშია და აპლიკაციებივით აჰკრია არემარეს, როდესაც მხოლოდ ერთი ან ორი ვარსკვლავიღა შემორჩა გაურკვეველი ფერის ცას, როდესაც ცდილობ გაერკვე საიდან ამოანათებს მზე, როდესაც ვერ მიმხვდარხარ გუშინ რატომ გაგიბრაზდა დედა,,როდესაც ისეა დაძაბული მთელი სხეული,  რომ სუნთქვა გიჩერდება და მხოლოდ მაშინ ჩაისუნთქავ ღრმად, როცა უკვე გული ყელში გებჯინება და იგუდები. აი, სწორედ მაშინ გიბრუნდება შეგრძნებები, თავს გახსენებს წინა დღით გადატყავებული მუხლი, გახსენდება წყენა, რომ მეზობლის ბიჭუნამ არ დაგსვა ველოსიპედზე, რომ აატირე პატარა გოგონა, რომ...რომ...   
ამასობაში თენდება და შენ,  დაღლილი და სახედაცვარული, ისევ ძილს მიეცემი და უკვე კარგადგათენებულზე მუცელში უსიამოვნო შეგრძნება გაღვიძებს, რადგან მოგშივდა.         
  - დეე! ხაჭაპურს გამომიცხობ?     
  - მოდი, შე ძილისგუდავ, უკვე გამოვაცხვე       
  დედა აღარ ბრაზობს და შენ ეს გახარებს. გახარებს ისიც, რომ წინ გრძელი და ლამაზი დღე გაქვს... ჰო!... ასე იყო... და ხვდები - ცხოვრება    ცისკარია, დროის რაღაც მონაკვეთში, წამით, მაგრამ საოცრად რომ ჰგავს მწუხრს. ხვდები, რომ ცხოვრება ამ ორ წამს შორის არის მოთავსებული და შენ უნდა შეგეძლოს, ერთი შეხედვით უმარტივესი რამ - განასხვავო ეს გარდაუვალი წამიერი მსგავსება!... ადვილია? კი, ძალიან ადვილია თუ კი ფხიზლობ ცისკრიდან მიმწუხრამდე და კვლავ ცისკრამდე... და მაშინ ცხრა გრამი განა რა წონაა? 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები