ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინა ჯაი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2012


ფოტოსურათები...

ჩვენ შორის დარჩეს, შეფაკვლია ლოყები ცასაც.
აბა რა გითხრა, უმიზეზოდ ვიცრემლებ თვალებს.
ბოლო გირჩია- საყურე და ვატარებ ცალსაც,
სიმბოლური და სრულწლოვანი ციფრივით-თვრამეტს.

ჩვენ შორის დარჩეს, ან არ დარჩეს,რავიცი როგორ
ერთ მშვენიერ დღეს შენს სურვილებს მოესურვებათ...
მერე ლექსების გამოფენა და პრომო გოგოს
ოდნავ ცბიერი გაღიმება ფოტოსურათებს

ხასიათს თუ ვერ დაუკარგავს, ეცდება მაინც...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები