ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2008


. . .





ის რომ მიყვარხარ, შემთხვევითი... ერთი პატარა
ლექსი რომ იყო, ამოგთქვამდი, სულაც დაგწერდი.
მაგრამ რა ვუყოთ?! "ჩვენ რომ გვინდა ეგრე სად არის"
"ეგრე სად არი"-ც გაიწელა... ისე გაგრძელდა...

ის რომ მიყვარხარ, შენ უბრალოდ უნდა იცოდე
როგორ მაცლიან სისხლს ვენიდან და არ მაცლიან
შენს სიახლოვეს-ტუჩებით რომ გამომიწოდე
შენს ხელისგულებს-კრთამივით რომ შემომაძლიე.

ის რომ მიყვარხარ, მეც უბრალოდ უნდა ვიცოდე
როგორ იღლები გვიან სახლში დაბრუნებული...
რომ ძველებურად ვერ გეძახი (....) ეზოდან
და ძველებურად შენც ვერ მეტყვი დაღონებული-

-ის რომ გიყვარვარ საკმარისი არ არის.. არა!
ჰო... მე ქალი ვარ! სიყვარულზე მჭირდება მეტი...
სისულელეა, ვამბობ მე და გავდივარ გარეთ
რომ კიდევ ერთი შევიძინო კოლოფი კენტი.

და უკვე სახლში უფრო გვიან შემოხეტებულს
მხვდება მძინარე მეუღლე და კერა მიმქრალი
და მივიწყებულ ნაცნობივით შემეფეთება
ძნელი ოთახი... მარტოობა... და საფიქრალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები