ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2012


ფარდა

      ფარდა



წირვაზე იდგა. ტიროდა. დღეს მაინც ძალიან მოეძალა. სლუკუნზე გადავიდა.
გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევდა. სცხვენოდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა თავს.
როგორც იქნა დაწყნარდა. ტაძრის კუთხისკენ წავიდა და სკამზე ჩამოჯდა.თვალები დახუჭა. კედელს მიეყრდნო. გაირინდა.
იგრძნო...როგორ მოვიდა უფალი... ახლოს, სულ ახლოს და... ასეთი, სველი, ზუნტლიანი ჩაიკრა გულში... როგორ მიეფერა, როგორ უყვარდა...ზუსტად ასეთი უყვარდა, ზუსტად .გრძნობდა...ცოცხლად გრძნობდა... სიხარულისგან ტიროდა უკვე.
დაოსებული დაბრუნდა სახლში.
ჩაჯდა კი არა, ჩაესვენა სავარძელში. თვალები დასიებოდა, გულში კი იმხელა სიხარული ედგა,
იმხელა, ცოცხალი, ხელშესახები,- ვეღარ იტევდა.
თვალი ღია ფანჯრისკენ გაექცა და იქვე დარჩა გაქვავებული:
ბოლომდე გაღებულ ფანჯარაში ტოკავდა ფარდა....ზუსტად ისე, როგორც მაშინ...

კედლები თეთრი, სუნი ნაცნობი.
ხვდება...-სამშობიაროშია. იმდენჯერ იყო აქ, რომ შეუძლებელია ეშლებოდეს.
საბოლოოდ გამოფხიზლდა. უკვე გრძნობს ოთახში უცნაურად ჩამდგარ სივრცეს,რაღაცნაირად დამუხტულს ცუდის მოლოდინში. ფანჯარა გაღებულია ბოლომდე. დაშვებული, ოდნავ მოქანავე ფარდა,  უცნაურად ტოკავდა.  ჰაერს ჯერ უკან წაიღებდა, მერე წინ წამოიღებდა. თეთრი, ქათქათა ფარდა, ღმერთის ხელივით .იქნევდა  ჰაერს... იმედს იძლეოდა თითქოს, -  არც ისე ცუდაა საქმეო.
მიაშტერა თვალები, ამ უცნაურად მოქანავე ფარდას  და  აჰყვა ფიქრით:
ბავშვი ცოცხალი დაიბადა...ან იქნებ არც...ზუსტად არ ახსოვს...რა მოხდა?...ნუთუ  ისევ რაღაც მოხდა?...არა, არა...ახსოვს რომ ბავშვი ცოცხალი იყო...ხომ აჩვენეს კიდეც.

ოთხი წელია ერთად არიან. უყვარდა ქმარი.  მასაც სტანჯავდა, შვილი ვერ აღირსა.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მოუთმენლად ელოდნენ ამ ბავშვის დაბადებას. და აი, ახლა, აქ...თითქმის ფინალს რომ მიღწია,გრძნოდა რაღაც ცუდის მოლოდინში გაქვავებულიყო სივრცე.
ტკივილი იგრძნო გულთან ახლოს.უნებურად ხელი მიიდო, უფრო მიეფერა...
სტკიოდა ქმარი,  ეს ბავშვიც.  განა რამდენი შეეძლო ამ სიფრიფანას? თვალებიღა იყო დარჩენილი, დიდი ტკივილიანი თვალები...-ზუსტად ასე უთხრა ექიმმა.
ერთადერთ იმედს, მხოლოდ ეს ღმერთის ხელივით, მოქანავე ფარდაღა იძლეოდა.
და ისაც  უყურებდა....უყურებდა....
კარი გაიღო,  თვალებმა ფარდიდან კარებისკენ გადაინაცვლეს.  ექიმმა შემოიხედა...
- გღვიძავს?...შემოვიდა. საწოლთან დაუდგა.
- ჩემო საყვარელო, შეგვიძლია მშვიდად დავილაპარაკოთ?!
-რაზე უნდა დავილაპარაკოთ, ბავშვი ხომ ცოცხალია?! ...(ძალიან მოუნდა  უცებ, რაც შეიძლება სწრაფად გარკვეულიყო თავის შიშებში. ლოდინის თავი აღარ ჰქონდა.  თანაც გაიხსენა ყველაფი...გაიხსენა რომ ანახვეს.... არც ისე შემზარავი იყო ბავშვი...)
- არა, მთლად მასე არ არის! ბავშვი დიდხანს ვერ იცოცეხლებს! (პირიქით რომ ეთქვათ, ის უფრო გაუკვირდებოდა.) უნდა გადაწყვიტოთ ჩემო კარგო, გაიყვანთ თუ არა!  ექიმი ზედმეტად ალერსიანი ჩანდა.
(…გაიყვანთ თუ არა... გაიყვანთ თუ არა...” გაეყინა ტვინში ეს ფრაზა. მერე ტვინმა უცებ,  ინსტიქტურად უფრო, გაუაზრებლად გადაწყვიტა.)
-რა არის გადასაწყვეტი?..რათქმაუნდა გავიყვანთ!
-ნუ ჩქარობ, ქმარსაც დაელაპარაკე, ცრემლის გარეშე.( ექიმი გამაღიზიანებლად ალერსიანი იყო )
გადაწყვიტეთ და მითხარით! კიდევ გეყოლება შენნაირი დიდთვალება ბავშვები. ნიკაპზე მიეფერა. გელოდება, ახლავე შემოვუშვებ...

ძლივს იცნო, ისე შეცვლილიყო ამ სამ დღეში: ფერმკრთალი, წვერგაუპარსავი, თვალებში ტკივილი და უხერხულობა ერთად ედგა.მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ლაპარაკზე ეტყობოდა.(აი, თურმე საიდან,  ის უხერხულობა მის თვალებში)
იხსენებს...იხსენებს...ვერსად ვერ გაიხსენა ასეთი,  მობუზული, კუთხეში მიმდგარი, დასჯილი ბავშვივით...ძალიან შეეცოდა. -როგორი უსუსურია?... ჩემზე მეტად!
შეეცოდა და...თვითონაც გადაწყვიტა.

დაიყოლიეს?...არა, ტყუილია! ის ისეთი ჯიუტია, თვითონ თუ არ უნდოდა,
ვერავინ აიძულებდა ამას. საკუთარი ნებით თქვა უარი საკუთარ შვილზე,  ასე აწყობდა.
იცოდა, ზუსტად იცოდა, სწორედ ის წუთი დამდგარიყო მის ცხოვრებაში, როცა საბედისწერო არჩევანის გაკეთება გიწევს ადამიანს. იცოდა და მაინც, ასე გადაწყვიტა!
ისაც იცოდა ცა რომ ჩამოექცეოდა თავზე...მაგრამ მაინც გააკეთა არჩევანი აქ, ამ პალატაში, ამ ავადდამუხტულ ოთახში.
თვალი გააპარა ფარდისკენ და...საოცარი...-.ფანჯარა დაკეტილი აღმოჩნდა. თეთრი ფარდა კი უძრავად ეკიდა. არსაიდან იმედი აღარ იყო.  გაქვავებულიყო სივრცე.
- მძუუუულს!....წამიყვანე აქედააან!...  შიგნიდან წამოსული, საკუთარი ხმა ვეღარ იცნო.

მერე იყო დრო. ჯოჯოხეთი. შფოთვა. სინდისი.
შემთხვევით ყურმოკრული ბავშვთა სახლის ამბავი.მერე გზა. მატარებელი. სიზმარივით ახსოვს.
მარტო წავიდა. ბავშვთა სახლის დირექტორის შეშინებული სახე.კაი ხანს რომ ვერ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან. დაიღუპაო. იმეორებდა ერთიდაიმავეს.
არადა უბრალოდ საფლავთან მიყვანას სთხოვდა, მის, პაწია საფლავთან მიყვანას.
მერე ტიროდა...ტიროდა...არნახულს...არმოფერებულს...უარყოფილს....გულშიარჩახუტებულს... უსითბოდ წასულს...ტიროდა დიდხანს...მთელი ცხოვრება... ტიროდა უხმოდ... მარტო...
მერე იყო მცდელობა ღმერთის გაცნობის...
ეკლესია...წირვა...მოძღვარი...გადიოდა წლები...
ახდა , ზედმეტად ალერსიანი, ექიმის წინასწარმეტყველებაც. ჰყავდა უკვე თავისნაირი დიდთვალება ბავშვები. ქმარიც ძველებურად უყვარდა.
თუმცა, იმ არნახულს, არ მოფერებულს, მის გულში, საკუთარი ტბა გაეჩინა ცრემლის.
დიდდებოდა ტბა და დიდებოდა.ალბათ ცოტაც და..., მთელ გულს დატბორავდა.

და აი დღეს...
ტირილისგან დაოსებული. სავარძელში მისვენებული. უყურებდა გაღებულ ფანჯარაში მოქანავე ფარდას,ზუსტად ისე, როგორც მაშინ, -მონოტონურად , მშვიდად,ჯერ უკან წაიღებდა ჰაერს  და მერე წინ წამოიღებდა...
თეთრი, ქათქათა  ფარდა, ღმერთის ხელივით...იქნებდა  ჰაერს...იქნევდა და იმედს იძლეოდა...
გონება უჩვეულოდ გაუნათდა. მივხვდა მთავარს, ყველაზე დიდს.
მაშინაც კი, იმ ავადდამუხტულ სივრცეშიც,  თურმე იქ იყო უფალი, მასთან!...
უფალს არასოდეს მიუტოვებია...არასოდეს!...
რაც კი ხდება, ყველა მოვლენა. ერთი მეორიდან გამომდინარე ხდება. ანუ ერთი არის მეორის შედეგი.მიხვდა, რომ  ამ სამყაროში ცალკე---არავინ და არაფერი არ არსებონს. ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა  აკინძული.სამყარო ერთი მთლიანია და კანონზომიერებას ემორჩილება შექმნის დღიდან.  და  რომ მანდ ღმერთი არაფერ შუაშია.
ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა,  გვილხინს თუ გვიჭირს.
როცა გააცნობიერებ  რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი,თვითონ ღ მ ე რ თ ი, შენს გვერდითააა...,
ამას სიტყვებით კი  არა ცოცხლად როცა გააცნობიერებ,  მაშინ ვერანაირი უბედურება ვეღარ მოგერევა.  ამ ყველაფერს ახლა მიხვდა.მაშინ კი ძალიან  უჭირდა. თავისმოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია. უჭირდა მთელი ეს წლებიც.
რა უჩვეულოდ გაუნათდა გონება?...
მიხვდა იმასაც, რომ  აცილება ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ეგ მისთვის  უარესი იქნებოდა.
ეს ტკივილი და სინანული  რომ  არ გაევლო, ღმერთთან ვერ მივიდოდა...,ვერ შეიცნობდა...
მთავარი კი, ეგ არის სწორედ. ყველაზე მთავარი. -  გყავდეს  ცოცხალი ღმერთი!
და კიდევ, ისაც იცის რომ სიცოცხლე აქ არ მთავრდება. აქაური ცხოვრება ერთი ეპიზოდია მხოლოდ. გაივლის  როგორღაც ამ ეპიზოდს,  მიიტანს  თავის  ჯვარს ბოლომდე.
იცის რომ, ეს არაა ბოლო ყველაფრის....- ამის იქეთაც იწყება სიცოცხლე...
მიხვა იმას, რომ ჭეშმარიტებას მიხვდა!
დასტურად , უფლის მოქანავე ხელი...,- ფარდა, ცხვირწინ უფრიალებდა...

არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა ასე...
გაახსენდა: სადაცაა ბავშვები მოვიდოდნენ,სადილი კი ჯერაც არ ქონდა მზად.
ადგა. რაღაცნაირად, მსუბუქად,  წელში გამართული,  სამზარეულოსკენ წავიდა.
კარებიდან ერთხელ კიდევ გამოხედა ღვთის სასწაულს და ... არც გაჰკვირვებია, -ფანჯარა დაკეტილი იყო. ფარდა უძრავად ეკიდა.
                                                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები