 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პოეზია 23 მარტი, 2012 |
ჰო, ჰო,ძნელია კიდევ დაიბადო,გინდაც მეორედ, რადგან ამდენი ცოცხალი, მკვდარი, ნაბიჭვარი და უშენოდ ჩამქრალი დღე უკვე მინახავს ჰო! ჰო!...ძნელია,რადგან სხვა რამეც ვნახე, სიყვარული!... ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული, და ბუტბუტებდა, მუდმივიო, მუდმივიო....სისულელეა, მუდმივი მხოლოდ კვნესა იყო, ულტრაიისფერ,აორთქლებად დღეების ფონზე, ცაში, იქ სადაც, ვარსკვლავები თვალს ხუჭავდნენ,დაღლილ თვალებს აფახულებდნენ, როგორც ბავშვობის მეგობრები,ერთ დროს,მშვიდი ძილის წინ, ან როგორც მთვრალი მეგობრები,რესტორნებში, იდაყვებით,პიქტოგრამებით გადაფხაჭნილ დაბალ მაგიდებზე, ფეხს რომ აბაკუნებენ,მთვლემარე ცხენებივით,ცხოვრებისგან გადაღლილნი მათს უქალო სახლებში კი ფანჯრებზე ისევ ფრიალებდა ფარდა,ფარდა---- ფანჯრის ქუთუთო, ნუ დაგვანახებ კიდევ ასეთ დღეს, ჩამოეფარე, დე იყოს ღამე! ღამე, როგორც შავი ექსპრესი, მთელი ცხოვრება რომ ელოდები, მიყრუებულ,პერსონალურ გაჩერებაზე ლოდინით დაღლილს გადაგივლის, დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......
23.03.2012 სერგეი ნეველი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. "სიყვარული!... ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული,"
" დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......" :) +++++++ "სიყვარული!... ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული,"
" დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......" :) +++++++
19. ჩვენ მაინც ყოველდღე ვიბადებით ჩვენ მაინც ყოველდღე ვიბადებით
18.
მეტასტაზები <<< იმდენად მოხშირდა რომ მძულს უკვე!
დანარჩენ აზროვნებას მოწონება
მეტასტაზები <<< იმდენად მოხშირდა რომ მძულს უკვე!
დანარჩენ აზროვნებას მოწონება
17. ძალიან ღრმა აზრებს დებ ყველაფერში,
ძალიან ღრმა აზრებს დებ ყველაფერში,
16. 5კარგი ხარ,სერჟ! 5კარგი ხარ,სერჟ!
15. ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული, და ბუტბუტებდა, მუდმივიო, მუდმივიო....სისულელეა,
არ ვჭრი ხოლმე ფრაზებს ტექსტიდან, ამას აქვს პერსონალური მიზეზი. იმიტომ რომ ანეგდოტია, მულტფილმი, ტომი და ჯერი, ან ნუპაგადი, ან კლიმენტი არსენიძე, მეზობელია ჩემი მამიდაშვილის. ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული, და ბუტბუტებდა, მუდმივიო, მუდმივიო....სისულელეა,
არ ვჭრი ხოლმე ფრაზებს ტექსტიდან, ამას აქვს პერსონალური მიზეზი. იმიტომ რომ ანეგდოტია, მულტფილმი, ტომი და ჯერი, ან ნუპაგადი, ან კლიმენტი არსენიძე, მეზობელია ჩემი მამიდაშვილის.
14. მათს უქალო სახლებში კი ფანჯრებზე ისევ ფრიალებდა ფარდა,ფარდა---- – ფანჯრის ქუთუთო,– ეს კი, მიგნებაა, ამას შეგრძნება, დანახვა, დიდი გრძნობა სჭირდება... რაც გაბადიათ. მათს უქალო სახლებში კი ფანჯრებზე ისევ ფრიალებდა ფარდა,ფარდა---- – ფანჯრის ქუთუთო,– ეს კი, მიგნებაა, ამას შეგრძნება, დანახვა, დიდი გრძნობა სჭირდება... რაც გაბადიათ.
13. მათს უქალო სახლებში კი ფანჯრებზე ისევ ფრიალებდა ფარდა,ფარდა---- ფანჯრის ქუთუთო, ნუ დაგვანახებ კიდევ ასეთ დღეს, ჩამოეფარე, დე იყოს ღამე! ღამე, როგორც შავი ექსპრესი, მთელი ცხოვრება რომ ელოდები, მიყრუებულ,პერსონალურ გაჩერებაზე ლოდინით დაღლილს გადაგივლის, დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......
სერგეი, ეს დიდი რომანია, სულის რომანი... სულისტკივილის გრადაცია... ღიადან მუქისკენ და პირიქით... + 5 და მეტიც. მათს უქალო სახლებში კი ფანჯრებზე ისევ ფრიალებდა ფარდა,ფარდა---- ფანჯრის ქუთუთო, ნუ დაგვანახებ კიდევ ასეთ დღეს, ჩამოეფარე, დე იყოს ღამე! ღამე, როგორც შავი ექსპრესი, მთელი ცხოვრება რომ ელოდები, მიყრუებულ,პერსონალურ გაჩერებაზე ლოდინით დაღლილს გადაგივლის, დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......
სერგეი, ეს დიდი რომანია, სულის რომანი... სულისტკივილის გრადაცია... ღიადან მუქისკენ და პირიქით... + 5 და მეტიც.
12. დე იყოს ღამე! ღამე, როგორც შავი ექსპრესი, მთელი ცხოვრება რომ ელოდები, მიყრუებულ,პერსონალურ გაჩერებაზე ლოდინით დაღლილს გადაგივლის, დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......
მოეწონა არტემიდას:)
ისრები---ისრები---შენ!!!!!!!!!!!!!!!!!!! დე იყოს ღამე! ღამე, როგორც შავი ექსპრესი, მთელი ცხოვრება რომ ელოდები, მიყრუებულ,პერსონალურ გაჩერებაზე ლოდინით დაღლილს გადაგივლის, დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......
მოეწონა არტემიდას:)
ისრები---ისრები---შენ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
11. :( იქნებ ღირდეს მეორედ დაბადება... :( იქნებ ღირდეს მეორედ დაბადება...
10. ვინ ვის რატომ? თუ რა? სად? როდის? შენ კარგი პოეტი ხარ. ჩემი შეფ. მაქს>:2 ვინ ვის რატომ? თუ რა? სად? როდის? შენ კარგი პოეტი ხარ. ჩემი შეფ. მაქს>:2
9. შავი ექსპრესი, მთელი ცხოვრება რომ ელოდები, მიყრუებულ,პერსონალურ გაჩერებაზე ლოდინით დაღლილს გადაგივლის, დაე გადაგიაროს
არ დაიბადო ... მეტი, უჩემოდ...
შავი ექსპრესი, მთელი ცხოვრება რომ ელოდები, მიყრუებულ,პერსონალურ გაჩერებაზე ლოდინით დაღლილს გადაგივლის, დაე გადაგიაროს
არ დაიბადო ... მეტი, უჩემოდ...
8. ოოო, ეს მართლაც სხვაა! და ვის ეუბნები ,,დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......" ამ სიტყვებს?
ოოო, ეს მართლაც სხვაა! და ვის ეუბნები ,,დაე გადაგიაროს და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......" ამ სიტყვებს?
7. კარგი იყო...5 ჭიქაში დამხრჩვალი სიყვარულიც... ფარდა.....-ფანჯრის ქუთუთოც... და პერსონალური გაჩერებაც... ანუ კარგი ლექსი იყო თავიდან ბოლომდე....:-) კარგი იყო...5 ჭიქაში დამხრჩვალი სიყვარულიც... ფარდა.....-ფანჯრის ქუთუთოც... და პერსონალური გაჩერებაც... ანუ კარგი ლექსი იყო თავიდან ბოლომდე....:-)
6. ვერაფერი ვერ გამოვაცალკევე ციტირებისთვის, იმდენად შეკრული და მთლიანია როგორც ერთი ამოსუნთქვა, ვერაფერს რომ გამოაკლებ ისეთი.
ძალიან კარგი, შესანიშნავი, არაჩვეულებრივი ნაწერია 5. ვერაფერი ვერ გამოვაცალკევე ციტირებისთვის, იმდენად შეკრული და მთლიანია როგორც ერთი ამოსუნთქვა, ვერაფერს რომ გამოაკლებ ისეთი.
ძალიან კარგი, შესანიშნავი, არაჩვეულებრივი ნაწერია 5.
5. სიყვარული!... ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული, და ბუტბუტებდა, მუდმივიო, მუდმივიო....სისულელეა, მუდმივი მხოლოდ კვნესა იყო, ულტრაიისფერ,აორთქლებად დღეების ფონზე,
ჰომ. =) სიყვარული!... ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული, და ბუტბუტებდა, მუდმივიო, მუდმივიო....სისულელეა, მუდმივი მხოლოდ კვნესა იყო, ულტრაიისფერ,აორთქლებად დღეების ფონზე,
ჰომ. =)
4. ავტორი: სერგეი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მაგარია! მოგიკითხე სერგეი :)
ავტორი: სერგეი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მაგარია! მოგიკითხე სერგეი :)
3. ჰო! ჰო!...ძნელია,რადგან სხვა რამეც ვნახე, სიყვარული!... ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული, და ბუტბუტებდა, მუდმივიო, მუდმივიო....სისულელეა, მუდმივი მხოლოდ კვნესა იყო,
და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......
სერჟ, ძალიან კარგია! მართლა ძალიან მომეწონა! 555555555555555555555 ჰო! ჰო!...ძნელია,რადგან სხვა რამეც ვნახე, სიყვარული!... ჭიქაში რომ იხრჩობოდა, თავჩაქინდრული, და ბუტბუტებდა, მუდმივიო, მუდმივიო....სისულელეა, მუდმივი მხოლოდ კვნესა იყო,
და ნურასდროს დაიბადები,თუნდაც მეორედ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ დაიბადო ,საკმარისია, მეტი, უჩემოდ......
სერჟ, ძალიან კარგია! მართლა ძალიან მომეწონა! 555555555555555555555
2. ავატარზე ჩაკ ნორისია? :დ ავატარზე ჩაკ ნორისია? :დ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|