ნაწარმოებები



ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2012


  ჩამოტვირთვა

ლიონი - პარიზი

ქალაქი ლიონი, რკინიგზის სადგური,
ჩასხდომა მიდის და პირველი ბაქანი,
მეოცე ვაგონი და უკვე დრო არის,
აგვიხდეს ოცნება, წლების წინ ნანატრი.

მოვერგეთ კომფორტულ სავარძლებს, ტრანსპორტის
კაფეში და ჩვენი ზედმეტად ქართული
იმიჯი, არ გვიქმნის (შენც იცი) დისკომფორტს,
არც ჩვენი ცხოვრება ლექსებით აცრილი.

სხვადასხვა ქალაქის, სხვადასხვა კადრები,
მორბენალ სტრიქონებს რომ გვანან ფანჯრიდან
და დროც კი იმაზე მეტია სავსებით,
რომ თითოც დავლიოთ მე და შენ ანდრეი!

ჩვენ ვიცით, გველიან პარიზში ცოლები,
დაღლილი თვალებით ითვლიან ვაგონებს,
შენ წახვალ შენი გზით, მე გეტყვი - დროებით,
პარიზი რატომღაც ქუთაისს გვაგონებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები