ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მუხა
ჟანრი: პროზა
27 მარტი, 2012


მათეუსი


                                                                                    ნამდვილი ამბავი


ივნისის  მზიანი  დღე იდგა. ჩემი კორპუსის უკან ასფალტით დაგებულ შემაღლებულ ადგილას, უბნის პატარა ბიჭებს თავი მოუყრიათ და ხტუნაობენ  სკეიტბორდზე შესკუპებულები, იქაურობას სულ ბათქი-ბუთქი გააქვს,  მე იქვე გაზონში ბაბუაწვერას ფოთლებს  ვაცლი  პოლიეთილინის  პარკში ვყრი  და ბავშვის  ხმა მომესმა
- რას აგროვებთ?
- ბაბუაწვერას ფოთლებს „ზღვის გოჭისთვის”
- შეიძლება მოგეხმაროთ?
- სიამოვნებით, ჩემს წინ მზედაკრული, გაოფლიანებული სახით პატარა ბიჭი იდგა ორთავე ხელით ჩავლებული სკეიტბორდი გაზონის კუთხეში დადო  ერთ წუთში ბაბუაწვერას ფოთლები მოაგლიჯა და მუჭით პარკში ჩამიყარა
- საკმარისია, გმადლობ,  კარგი ბიჭი ხარ- შევაქე
- რამდენი წლის ხარ?
- შვიდი წლის, პირველ კლასში ვარ მალე სწავლა დამთავრდება და მეორე კლასში ვიქნები
- ამ კორპუსში ცხოვრობ? ვითომ ყველა ბავშვს ვიცნობდი და ეს აღმოჩნდა უცნობი, ისე შევეკითხე
- აქ არა,სკოლის უკან ოთხსართულიანი კორპუსია იქ ვცხოვრობ, სკეიტბორდით ხტუნაობისთვის  ეს კარგი ადგილია ამიტომ  მოვდივართ
- მეზობელი ყოფილხარ,  სკოლა  ჩემი კორპუსის წინამხარეს ქუჩის შესახვევიდან ასიოდე მეტრშია, მე  ამ კორპუსის მეორე სართულზე ვცხოვრობ, სათამაშოდ კი კარგია ეს ადგილი, მაგრამ სკეიტბორდით ხტუნაობისას  ისეთი ტკაცა-ტკუცი მოისმის, ფანჯრიდან გადმოვიხედავ ხოლმე, ხომ არავინ დაშავებულათქო. ბიჭი ის იყო წასვლას აპირებდა
- რა გქვია?
- მათეუს,
-მათეუს? მათე –ბიჭი ყოფოლხარ!  მათე! მათე! წარმოვთქვი ქართულად
ბავშვი შეცბა, კურდღელივით ცქვიტა ყურები, ოდნავ თავი დახარა  ქვემოდან შემომხედა
- თქვით რამე?
- ჰო მათე-ბიჭო! ისევ ქართულად
- თქვენ  რა აქაური არ ხართ? რომელი ქვეყნიდან? -Mაინტერესებს
- ქართველი ვარ საქართველოდან,  მათეუსი Qქართულად მათე-ს ნიშნავს, მათე ჩემს ქვეყანაშიც ბიჭის სახელია ავუხსენი  მის ენაზე. 
-იცი საქართველო? გაგიგონია?
- არა არ ვიცი, მოიწყინა
- არაუშავს  მათეუს, ჯერ პატარა ხარ და ამიტომ არ იცი, საქრთველო პატარა ლამაზი ქვეყანაა, მთები, ზღვა, ვარსკლავები და სულ სითბოა, დავიწყე ჩემი სამშობლოს ქება-დიდება, ისე  ვითომ მთელი უცხოეთი მე მისმენდა, არადა ჩემს წინ  ერთი პატარა შვიდი წლის ბიჭი იდგა და მისმენდა, იმასაც უხაროდა, რომ რაღაც ახალი გაიგო და მეც მიხაროდა.…
დავმეგობრდით, მათეუსი მიყვება სკოლის ამბავს, თან ბღუჯა-ბღუჯა ბაბუაწვერას ფოთლებს მიქუჩებს
- სამყურა ბალახს რატომ არ აგროვებთ, “ზღვის გოჭი” სამყურასაც კარგად მიირთმევს
- შენ საიდან იცი?
- მე ყველაფერი ვიცი, კარგად ვსწავლობ მშობლები და მასწავლებლები სკოლაში გაკვირვებული არიან ჩემი გონიერებით, რა ჭკვიანი ბიჭიაო- იძახიან!  Mასეა ნამდვილად, წავიკითხავ ორჯერ რამეს და ვიმახსოვრებ, განცვიფრებული არიან,  მაქებენ და მეც მიხარია
-მათეუს! მათეუს! ეძახდნენ ბიჭები
- ნახვამდის!
-ნახვამდის, თქმა ვერ მოვასწარი ისე  დაავლო ხელი თავის სკეიტბორდს  და გაექანა ბიჭების მხარეს
ერთი კვირით ოჯახით ქალაქ-გარეთ წავედი და როცა დავბრუნდი არც იმ დღეს და არც მის შემდეგ მათეუსისათვის თვალი არ მომიკრავს. ისევ ისმოდა ბათქა-ბუთქი, ბავშვებიც თამაშობდნენ, ისევ ვაგროვებდი ფოთლებს ,მაგრამ მათეუსი არსად  ჩანდა.
ერთ დღეს მათეუს სახლში მივაკითხე....
საღამო მშვიდი და ოდნავ გრილი იყო . მათეუსმა თავისი საწერი მაგიდა მიალაგა ყველაფერი მოამზადა, რომ დილით სკოლაში წასულიყო.ხვალ ზეიმია სასწავლო წლის დამთავრებას აღნიშნავენ. ჩანთა გასასვლელ კართან დადო და მამის ოთახში შევიდა. ალკოჰოლით გაჟღენთილ მამას ღრმად ჩასძინებოდა, პლედი შეუსწორა,  ფეხაკრებით გამოვიდა და კარი მიხურა. თავის ოთახს მიაშურა. დაწოლის წინ დედას, რომელიც იმ ღამით  ცვლაში მუშაობდა მესიჯი გაუგზავნა:
-დედა მიყვარხარ, უკვე ვიძინებ, ძილინებისა, ხვალამდე …¬
-ძილინებისა მათეუს, მეც ძალიან მიყვარხარ-დედა
მათეუს მალე ჩაეძინა, სიზმარს ხედავს გარბის სადღაც შორს , გარბის მიჰქრის და შავი ღრუბლები  თან მისდევენ.  ვეღარაფერს ვერ ხედავს, ხელებს იქნევს, უნდა მოიშოროს, იყვიროს, გაექცეს ღრუბლებს, მაგრამ სული ეხუთება, სუნთქვა უჭირს, კიდევ ერთხელ გაებრძოლა შავ ღრუბლებს, ხველა აუტყდა და უცბად წამოხტა საწოლიდან. Gამოფხიზლდა, დამწვრის სუნი შეიგრძნო, შევარდა მამის ოთახში თეთრი ბოლი თანდათან შავდებოდა
-მამაა მამა ვიწვით  მამაა გაიღვიძე  მამაააა
-მამა რაღაც ბგერებს წარმოსთქვამდა, პატარა ებღაუჭებოდა,  ყვიროდა, ვერ გააღვიძა, ვერც მიატოვა, მათეუსი არ დაიბნა
- იწვის ჩვენი სახლი!-ისმოდა ბავშვის შეშინებული ხმა
- სად?ეკითხება მეხანძრე
- სად? მოგვეცი მისამართი
-დაასახელა მისამართი
წუთები არ იყო გასული, როდესაც სახანძრო, სამედიცინო დახმარება და პოლიციის მანქანები მიადგნენ  მათეუსის სახლს,სადარბაზოში და ბინაში უკვე იყო შავი სიბნელე, სუნთქვის საშუალება არ იყო. ცოტა ხნის შემდეგ  ცეცხლწაკიდებულ სახლიდან გამოიყვანეს ორი გონდაკარგული –მათეუსი და მისი მამა
სამი დღის შემდეგ  საავადმყოფოდან გამოსწერეს გამოჯანმრთელებული მამა, მათეუსის გადასარჩენად კი ექიმები იბრძოდენ.
-მათეუსის დედა სიმშვიდეს ინარჩუნებდა:  ბავშვი ჯანმრთელია,  ავად არასოდეს ყოფილა, ფიზიკურად და სულიერად ძლიერია,  ხვალ უკვე კარგად იქნება
-მათეუსის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, ახლა უკვე თეთრი ღრუბლები  თეთრი ფრთებით პატარა ანგელოზს ცისკენ მიაფრენენ
მეშვიდე დღეს  მათეუსი აღარ სუნთქავდა, გული გაჩერდა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.
მათეუსი გარდაიცვალა
-ეს დაუჯერებელია მათეუსი ცოცხალია იმეორებდა  გაუბედურებული დედა!  რეალობაში ვერ გარკვეულიყო, დაღამდა დედის გულში და სულში, ეგონა ღამე  დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ - მალე გათენდა.
-გადაწყვეტილება გონებით მიიღო, გულს შეეკითხა
- და
-ოჯახი ორგანოების ტრასპლანტირებას დათანხმდა!
- ამ ამბიდან  რამდენიმე  თვე იქნებოდა გასული, ერთ დღეს მათეუსის დედამ სახლის კარი გააღო, შევიდა ოთახში კომოდზე ყვავილების ლარნაკთან დადებულ მათეუსის სურათს შეხედა და უთხრა:
-ჩემო პატარა ბიჭო, ჩემო მათეუს, დღეს შენ გმირობა მოგანიჭეს
სიცოცხლეში გადაარჩინე მამა, სიკვდილის შემდეგ კი ოთხი შენი ტოლი ბიჭი! 
პატარა ფერად ბალიშზე
„მედალი - გამბედაობისა და თავგანწირვისთვის” 
-სურათან ახლოს დადო და გაუღიმა, Dდედას მოეჩვენა რომ მათეუსი უღიმოდა
-ახალი სასწავლო წლის დაწყების  დღეს, მათეუსის დედა ადრე დილით სკოლის გადასახვევთან იდგა, მის წინ მიმავალ მათეუსის ტოლ ბიჭების ზურგს მისჩერებოდა, მზის სხივები სახეზე ირიბად ეფინებოდა, წამწამზე  ცრემლი ეკიდა. ბავშვები უკვე სკოლის ეზოში შედიოდნენ, როცა თვალს მიეფარენ, დედამ  უმალ  იგრძნო, რომ მათეუსის გული სხვის სხეულში განაგძობდა სიცოცხლეს, ცრემლი მოიწმინდა და კიდევ ერთხელ გაუღიმა .
ძნელია გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილი ახლობლის  გული, ღვიძლი და რომელიმე ორგანო სხვა ადამიანის გადასარჩენად იქნეს გამოყენებული
როგორ უნდა მომზადდეს საზოგადოებრივი აზრი იმისათვის, რომ    ტრანსპლანტირება დადებითად იქნეს აღქმული?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები