ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: თარგმანი
28 მარტი, 2012


ვერა პავლოვა, ,,სვიტერშიც მიჩანს"


 

სვიტერშიც მიჩანს, როგორ დავფარო
პირველი ლიფი - ნომერ პირველი.
ეზოში ყველა მე შემომცქერის,
რა ნახეს ნეტა გასაკვირველი!
ვიჯვარედინებ მკერდზე ხელებს და
რაც შემიძლია, მხრებში ვიხრები,
მაინც მამჩნევენ სეირნობისას,
ვერაფერს მშველის ხელები, მხრები.
მახრჩობელაა ეს საჩუქარი,
ჰაერს ვიგუბებ შენაწუხები
და ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ,
არადა, დედამ სულ სხვათა შორის,
ვითომ შემთხვევით მომცა წუხელი.




Под свитерком его не спрячешь,
мой первый лифчик номер первый,
когда, гуляя по двору,
его ношу, и каждый смотрит,
и каждый видит, несмотря
на то, что складываю плечи
и что крест-накрест руки. Трудно
дышать — затянуто дыханье
подарком, сделанным мне мамой
вчера, как будто между прочим. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები