ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2012


ალუბალი

უკვირს...
ჰგონია ავად არის,
გამოაყარა თეთრად მკლავებზე,
არადა ყვავის,
ალუბალი!
ჯერ პატარაა,
სულ ერთი წლისა,
პირველად ნახა გაზაფხული,
გაივსო,
როგორც გოგო,
- ზრდასრული.
და უცნაური მოლოდინით
უფრთხიალებს პატარა გული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები